„მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის“ – ოპოზიცია საინიციატივო ჯგუფს ქმნის

„მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის“ - ოპოზიცია საინიციატივო ჯგუფს ქმნისოპოზიციური პარტიების შეხვედრა „თბილისი მერიოტში დასრულდა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მილიონზე მეტი ხმის შეგროვებაზე, იმისათვის რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება.როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, საქართველოს კონსტიტუცია არანაკლებ 200 ათას ამომრჩეველს ანიჭებს უფლებას, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება.

ფართო ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით მიმართონ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, დაარეგისტრიროს კონსტიტუციის გადასინჯვის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

„იმედი გვაქვს, საქართველოს ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს იმ წესით, რომელიც გაცილებით უფრო სამართლიან წესად არის მიჩნეული ქართული საზოგადეობის მიერ. საქართველოს კონსტიტუციით ისედაც აღიარებულია როგორც პარლამენტის არჩევნების ერთადერთი მეთოდი“, – აცხადებენ დოკუმენტის ხელმომწერები.

მათ მოაწერეს ხელი შესაბამის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ხელმოწერების შეგროვებისთვის საჭირო საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც „მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის“ ეწოდა.

ნიუპოსტი