„წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება“ – დავით სერგეენკო

„წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება“ - დავით სერგეენკოტრაგედია ქეთევან წამებულის ქუჩაზე – 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, ტრაგიკული შედეგის მიზეზი სავარუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება გახდა:

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი“, – განაცხადა სერგეენკომ.