ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ, მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. მათ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. მათი განცხადებით, კარავს მოქალაქეებისთვის საინფორმაციო დატვირთვა ექნება. ისინი ბათუმის მცხოვრებლებს ქიმიური ტერმინალის საშიშროების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. შეგახსენებთ, რომ ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა პორტთან აქცია გამართა. ისინი ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგი […]
კატეგორია: პოლიტიკა
აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის 85.400 ლარით დაჯარიმებას ითხოვს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა, უწეყბა სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, არაერთხელ მიიღო უკანონო შემოწირულობა, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს. აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. ჯარიმის სახით ამ […]
ნიკა მელია: მოვითხოვთ, ზონდერი გეგა გეგეშიძე გადადგეს და დაისაჯოს!
ნიკა მელია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯომარე გუშინ, შაბათის გურიერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, საუბარია სპორტის სასახლეში გადაღებულ ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონს.„ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ ზონდერი გეგა გეგეშიძე გადადგეს და უახლოეს დღეებში იქნას მართლმსაჯულების […]
ზურაბიშვილის მხარდასაჭერად დაბეჭდილი ბროშურებისთვის “პატრიოტთა ალიანსი“ 30.500 ლარით დაჯარიმდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურების გამო, 30.500 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ბროშურები სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობა იყო.“პატრიოტთა ალიანსი” პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ფლაერები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა. პარტიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეიძლება გადადგეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შესაძლოა, გადადგეს და ის მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალაკვაძემ შესაძლოა, დაიკავოს ელჩის თანამდებობა საქართველოსთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ქვეყანაში. აღნიშნულ ინფორმაციას უმრავლესობის ამჟამინდელი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, არ ადასტურებს. „არ მოგწონთ მერე? თუ რამე ცვლილებები იქნება, პირველ რიგში, მე გაგაგებინებთ ამის შესახებ,“ – ამბობს თალაკვაძე. არჩილ თალაკვაძის […]
სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა. „გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. […]
როგორ გეგმავდნენ ივანიშვილის ჩამოშორებას კვირიკაშვილი და ხაზარაძე – ვიდეო
“მერის მასშტაბური სექსუალური ფანტაზია პირველ სიყვარულთან” – გია ხუხაშვილი კალაძის განცხადებაზე
“შეუძლიათ ეს ადამიანები ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და გამოექანონ. მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ” – კახა კალაძის მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებულმა ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. თბილისის მერს ლექსიკა მხოლოდ თანაგუნდელებმა მოიწონეს და მათ შორის პირველი პრმიერ-მინისტრი ბახტაძე იყო, რომელმაც ამ ფრაზას კალაძის იუმორი უწოდა, ხოლო შეურაცხყოფაში კვლავაც ოპოზიცია დაადანაშაულა. “თბილისის შტერი” უწოდა მას […]
“რა დროს იუმორია, რა დროს ვინმეს დაცინვაა, როცა სრულიად ერი მგლოვიარეა”- ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის განცხადებაზე
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებს აფასებს. ხელისუფლების ოპონენტი თვლის, რომ არჩეული მერი ცდილობს, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა მოიხსნას და კრიტიკას ლანძღვით პასუხობს. ენმ-ს წევრი, აღნიშნავს, რომ კახა კალაძე უინტელექტო პოლიტიკოსია, რომელიც გლოვის დროს იუმორისტულ განცხადებებს აკეთებს. “ყველაზე სამწუხარო ამ ფაქტში არის შემდეგი – როცა მსგავსი ტრაგედია […]
კალაძე – “მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე ადგილს ვაფართოებთ”
“მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ” – კახი კალაძე დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს. აღნიშნულია განცხადება თბილისის მერმა ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა. „თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს […]










