ბათუმში მომიტინგეებმა კარავი გაშალეს

ბათუმში მომიტინგეებმა კარავი გაშალესბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ, მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს.

მათ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. მათი განცხადებით, კარავს მოქალაქეებისთვის საინფორმაციო დატვირთვა ექნება. ისინი ბათუმის მცხოვრებლებს ქიმიური ტერმინალის საშიშროების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა პორტთან აქცია გამართა. ისინი ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგი არიან.

ინტერპრესნიუსი