ზურაბიშვილის მხარდასაჭერად დაბეჭდილი ბროშურებისთვის “პატრიოტთა ალიანსი“ 30.500 ლარით დაჯარიმდა

ზურაბიშვილის მხარდასაჭერად დაბეჭდილი ბროშურებისთვის "პატრიოტთა ალიანსი“ 30.500 ლარით დაჯარიმდათბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურების გამო, 30.500 ლარით დააჯარიმა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ბროშურები სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობა იყო.“პატრიოტთა ალიანსი” პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ფლაერები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა.

პარტიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.