დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს: – ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, კერძო ”ყაზტრანსგაზ თბილისი”( რომელსაც ასი მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო ვალი ჩამოაწერეს და ოფშორულ კომპანიაზე გაყიდეს), არის ასეულობით მილიონიანი ბრუნვის მქონე ორგანიზაციები, რომლებსაც ძარცვავენ ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები და მათი სანათესავო. ეს სფერო გასულია ყოველგვარი კონტროლიდან და […]
კატეგორია: პოლიტიკა
ეკა ბესელია „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საპროკურორო საბჭოდან გაიწვიოს
საპროკურორო საბჭოს წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საპროკურორო საბჭოდან გაიწვიოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, მმართველი პარტია აღნიშნულ საკითხს უკვე განიხილავს. თავად ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ მსგავს საკითხს იუმორით უყურებს, ვინაიდან სხვა, უფრო დიდი მიზანი აქვს, რომელიც სამართლიანობის იდეას და დამოუკიდებელ სასამართლოს ისახავს მიზნად. მისი თქმით, თუ მმართველი პარტია მსგავს ნაბიჯს გადადგამს, იგი […]
გიგლა ბარამიძე – “ოცნების” ჩინოსნებმა მოსკოვში მასობრივად დაიწყეს ბინების შეძენა”
უარყო თუ არა პრეზიდენტმა ივანიშვილი, სად გაუჩინარდა შს მინისტრი, რა ხდება ქვეყანაში, რატომ ყიდულობენ “ოცნების” ჩინოსნები მოსკოვში სახლებს, რა სჭირს საზოგადოებას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – თქვენ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაცხადეთ “ახალ თაობასთან”, რომ თუ ზურაბიშვილს გაიყვანდნენ პრეზიდენტად, ძალიან მალე ის ივანიშვილს და “ოცნებას” განუდგებოდა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ […]
“ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ტენდერებში მონაწილეობა” – კალაძე „უპასუხისმგებლო კომპანიებიებს“ „შავი სიის“ შედგენით ემუქრება
დედაქალაქის მერის თქმით, 2019 წელს მეტროს მატარებლების ვაგონების განახლება მოხდება. კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ “სამგორის” რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადები დაარღვია. მერის თქმით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან. მისი თქმით, მსგავსმა კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ შორის, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიების ერთგვარი „შავი სიის“ შედგენაც […]
გომელაურმა სუსის რეგიონული ხელმძღვანელები შეცვალა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა. კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.
მამუკა ბახტაძე ბოლნისში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. როგორც “ინტერპრესნიუსს”პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
თაკო ჩარკვიანი პარტიას ქმნის
“კანონი და სამართალი” – ასე ერქმევა პარტიას, რომელსაც თაკო ჩარკვიანი თანამოაზრეებთან ერთად შექმნის. “ძალიან ვჩქარობდი, რომ ვაკვირდები სიტუაციას, კარგია რომ დავიცადეთ, დაიწმინდა პოლიტიკური პროცესები და კარგია, რომ ჩვენი პარტია ახლა გამოჩნდება. პირდაპირ მოითხოვა ამ არჩევნებმა, ხალხის მოთხოვნა იყო და აბსოლუტურად აქედან წამოვიდა ამ პარტიის შექმნა. პარტია იქნება მემარჯვენე ცენტრისტული. პრეზიდენტის ნათქვამს რაც შეეხება მემარჯვენე-მემარცხენეობასთან დაკავშირებით, […]
ირმა ინაშვილის ფრაქცია იშლება
ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” სავარაუდოდ, დაიშლება. მიზეზი კი ფრაქციიდან დავით ჭიჭინაძის ფრაქციიდან გასვლის გადაწყვეტილებაა. ჭიჭინაძე ფრაქციაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის “ქართული ოცნებიდან” და უმრავლესობიდან გარიცხეს. ჭიჭინაძემ კი უკვე დაანონსა „პატრიოტებიდან“ გასვლა. ფრაქცია „საქართველოს“ პატრიოტების თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები არ აპირებენ თავად დაიწყონ მე-6 დეპუტატის ძებნა, რომელიც ფრაქციის შესაქმნელადაა საჭირო. „ჩვენ დღეს არ ვაპირებთ არავისთან […]
“მურუსიძის ბაცილა “ღორის გრიპზე” უფრო სახიფათო ვირუსია და სწრაფად ვრცელდება”
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, წერს: “კრიტერიუმების შემუშავება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაუგებარია. ქვედა დონეების მოსამართლეებმა “რა დააშავეს”? თუ იქ “ყველაფერი მოსულა”? ვფიქრობ, რომ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს ყველა მოსამართლისთვის, მას უნდა მიეცეს უკუქმედების ხასიათი და ამ ფილტრში უნდა გაიაროს ყველა მოქმედმა მოსამართლემ. სხვანაირად, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის საკითხი ისევ ჰაერში გამოეკიდება, რადგან მურუსიძის ბაცილა “ღორის გრიპზე” […]
„კობახიძე ვერ გადაწყვეტს, შემიზღუდოს ან ამიკრძალოს რომელიმე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა” – ბესელია
“ქართული ოცნებაში” დაპირისპირება პიკს აღწევს. ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ თქვა, რომ კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე გადაწყდება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერაზე იმუშავებს. ბესელიას თქმით, კი ვერავინ აუკრძალავს, რომელიმე სამუშაო ფორმატში მონაწილეობის მიღებას. „კობახიძე ვერ გადაწყვეტს, შემიზღუდოს ან ამიკრძალოს რომელიმე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, […]










