კატეგორია: პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: “სხდომაზე შევალ და ვნახავ, არის თუ არა ჩემი ადგილი გუნდში”

“ქართული ოცნების” ოფისთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე შევა და ნახავს არის თუ არა გუნდში მისი ადგილი. ამასთან, დეპუტატმა განსახილველ საკითხებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავა. „ჯერ შევალ სხდომაზე, შევხედავ, რა ხდება და მერე მექნება საშუალება სრულფასოვნად გითხრათ. ნუ ვიმარჩიელებთ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით. სხდომის შემდეგ გეტყვით“, – განაცხადა ფოფხაძემ. […]

ეკა ბესელია შეიძლება დღეს „ოცნებიდან“ გარიცხონ

„არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი“ როგორც ირკვევა, დღეს მმართველ პარტიაში დაგეგმილ შეხვედრას დეპუტატი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია არ დაესწრება. თავად ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არ იმყოფება და 6 იანვარს დაბრუნდება. “ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და […]

ზვიად კუპრავა – “ივანიშვილზე მალე სკანდალურ ინფორმაციას გაიგებთ”

რა მითითება მისცა გახარიამ კრიმინალებს, დაიწყო თუ არა რეალურად ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ვინ დგას სიგარეტის კონტრაბანდის უკან, როგორ გახდა ივანიშვილი ესკობარი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დააკავეს, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი პასუხისგებაში მისცეს. არის მოსაზრება, რომ “ოცნებამ” კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. თქვენ […]

გიგლა ბარამიძე – “ოცნებაში” ვინც გადარჩება, ივანიშვილი მათ შეიყვანს ახალ პარლამენტში”

რა პროცესები დაიწყო მმართველ გუნდში, რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა, რისი სიმბოლო გახდა ლევან მურუსიძე, რატომ უნდა გვაჩვენოს გახარიამ თავისი პასპორტი, რატომ დადუმდა სალომე ზურაბიშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნამ საქოცეთში დიდი წიოკი გამოიწვია. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? – იყო და არა იყო რა, პატარა […]

სად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ახალ წელს

ახალი წლის სამზადისი ყველასთვის მნიშვნელოვანი პროცესია. განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. როგორც “2020NEWS”-ს განუცხადეს, “ქართული იცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალ წელს ყოველთვის ჭორვილაში ხვდება ოჯახთან ერთად და თავისი რესტავრირებული ეკლესიიდან ულოცავს მოსახლეობას ახალ წელს. “ბიძინა ივანიშვილი ახალ წელს ყოველთვის თავის სოფელში ჭორვილაში ხვდება. ძველი ეკლესიაა მის სოფელში, თავისივე […]

სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 3 პატიმარი ქალი შეიწყალა – ერთი მათგანი ორსულადაა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე – მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა. მათივე ინფორმაციით, სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით […]

ირაკლი კობახიძის თქმით, გედევან ფოფხაძე თანამდებობაზე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკას აზრი არ აქვს, რადგან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს. „სამწუხარო ფაქტია, თუმცა შემდგარი ფაქტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. […]

დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას წინააღმდეგ – “გედი ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს”

სამწუხაროდ, რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მათიკაშვილის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკითხი გუნდის შიგნით იყო გადასაწყვეტი. მან ვარაუდი გამოთქვა, რომ, როდესაც საგაზაფხულო სესიაზე კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა მოხდება, ხელახლა დაისმევა პირველი მოადგილის საკითხიც. “სამწუხაროდ, რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი გერმანიაში ისევ არ შეუშვეს – “საქართველოდან თხოვნაა, არ შემიშვან შენგენის ზონაში”

პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი მეორედ უთხრეს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის ბერლინში სტამბოლის აეროპორტის გავლით ჩავიდა, თუმცა გერმანელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. მიზეზად ავსტრიისა და საფრანგეთის მოთხოვნა დაასახელეს. მისი თქმით, მესაზღვრეებმა მას პირდაპირ განუცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ავსტრიასა და საფრანგეთს თხოვნით მიმართა, არ შეეშვათ მალხაზ მაჩალიკაშვილი შენგენის ზონაში. თემირლან მაჩალიკაშვილის მამას […]

გედევან ფოფხაძემ ლევან გოგიჩაიშვილს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა მოუგო – ვიდეო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული – გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, რუსლან პოღოსიანმა კი 1. ხმათა ასეთი გადანაწილების გამო, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა […]