ქართული ოცნების ფრაქციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს, ეკა ბესელია პოლიტიკურ შეცდომასა და რეგლამენტის უხეშ დარღვევას უწოდებს. “რაც მოხდა ფრაქციის მხრიდან, იყო პოლიტიკური შეცდომის გარდა, ძალიან უხეში დარღვევა რეგლამენტის. კომიტეტის თავმჯდომარის არჩეული პირველი მოადგილის გედი ფოფხაძის უკან გაწვევის უფლება ფრაქციას არ ქონდა. მდინარაძემ უხეშად დაარღვია კანონი. გაგა კახიანი დუმს ამაზე […]
კატეგორია: პოლიტიკა
„სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს საბჭოთა ტრადიციებს“ – ნოე ჟორდანიას შვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილმა რეჯებ ჟორდანიამ, რომელიც 97 წლისაა და ნიუ-იორკში ცხოვრობს, გადაწყვიტა სოციალურ ქსელში წერილი გამოექვეყნებინა. მისი ადრესატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილია, თუმცა, რეჯებ ჟორდანია საკუთარ მიმართვაში სალომე ზურაბიშვილსაც აკრიტიკებს. გთავაზობთ მისი წერილის სრულ ვარიანტს: “ღია წერილი ოთარ ზურაბიშვილს, საფრანგეთში მცხოვრებ […]
ზაზა ოქუაშვილი – “ეკა ბესელიას საერთოდ არ ვიცნობ… გია აბაშიძის ბრალდება საფუძველსაა მოკლებული”
კომპანია ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გია აბაშიძის მიერ ფეისბუქით გავრცელებული ბრალდება ეკა ბესელიასა და ომეგას შორის არამართებული გარიგების შესახებ საფუძველსმოკლებული და მცდარია. მე, ზაზა ოქუაშვილი, პირადად არ ვიცნობ ქალბატონ ეკა ბესელიას და არც პირადი კონტაქტი მქონია მასთან. ამგვარი ბრალდებები არის არასერიოზული და აშკარად ემსახურება არაჯანსაღ მიზნებს“,- ნათქვამია […]
„ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა შარშან 4 ბინა იყიდა
პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა 2018 წელი უძრავი ქონების შეძენას მოახმარა. მმართველი პარტიის დეპუტატმა ახალი დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც 4 ბინის და 1 მიწის ნაკვეთის შეძენა მიუთითა. მცირე ზომის 3 ბინა თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე 1 კორპუსში მდებარეობს. 1 ბინა კი, ბაკურიანშია. უძრავი ქონების პორტფელშია სოფელ თხინვალაში 90.000 დოლარიანი მიწის ნაკვეთიც. ჯამში, დავით მათიკაშვილმა უძრავ ქონებაში 2018 წელს 210.000 […]
პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი იქნება
გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი იქნება. ხატია მოისწრაფიშვილი ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს. 2008-2010 წლებში იყო საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ხატია მოისწრაფიშვილი მუშაობდა ტელეკომპანია „მზეში“ , „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში. ნიუპოსტი
ზაქარია ქუცნაშვილი – ”კობახიძემ თქვა, რომ ბესელიას წასვლა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული”
ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე, აქედან გამომდინარე ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი, რომ სხვა პიროვნებაზე გავრცელდებოდა რაიმე სანქცია, არ გამართლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა. […]
გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი აღარ იქნება – რა გადაწყვეტილება მიიღეს “ოცნების” შეხვედრაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღარ იქნება. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დეტალებზე ფრაქციის წარმომადგენლები ისაუბრებენ. ფოფხაძის თქმით, ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა მისი კანდიდატურა იურიდიულიკომიტეტიდან გაიწვიეს. ფოფხაძემ არ დააკონკრეტა იყო თუ არა საუბარი ეკა ბესელიას შესახებ. „ფრაქციამ ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ […]
ზვიად ქორიძემ და ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია დატოვეს
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქორიძემ განუცხადა, განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა. ეკა გიგაურმა, კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამბობენ შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა – მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე […]
ეკა ბესელია – “გამაფრთხილეს, რომ ჩემ წინააღმდეგ რაღაც პროვოკაციები მზადდებოდა”
“ვინ დაავალა გია აბაშიძეს ასეთი განცხადებების გაკეთება, ამას აუცილებლად გავარკვევ როცა ჩამოვალ, ისე, 2-3 დღის წინ გამაფრთხილეს, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროვოკაციები მზადდებოდა” – ასეთი განცხადება გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “რუსთავი 2”-თან მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალზე. “ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. […]
სალომე სამადაშვილი – „ივანიშვილი ბესელიას დაჭერას აპირებდა“
დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეკა ბესელიას შესახებ აცხადებს: „საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტი არის ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსტთა ბიუროდ გადაქცეული. ქალბატონ ბესელიას დაჭერას თვითონ ბატონი ივანიშვილი უპირებდა თავის დროზე და მერე გადაწყვიტა, რომ უფრო გამოადგებოდა პარლამენტში ყველანაირი უმსგავსობის გასაფორმებლად და იურიდიული კომიტეტი ამისთვის, ამ მიზნით არსებობს დღეს პარლამენტში და გაუგებარია, რაში უნდა ვიღებდე მონაწილეობა, ქალბატონი ბესელიას მიერ უმსგავსო […]










