ირაკლი კობახიძის თქმით, გედევან ფოფხაძე თანამდებობაზე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს

ირაკლი კობახიძის თქმით, გედევან ფოფხაძე თანამდებობაზე რეგლამენტის დარღვევით აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკას აზრი არ აქვს, რადგან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს.

„სამწუხარო ფაქტია, თუმცა შემდგარი ფაქტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. რა თქმა უნდა, იურიდიული კომიტეტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც პირველ რიგში, პასუხისმგებელია რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს ეს საკითხი სამართლებრივად. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე ცნობად ვიღებთ ჩვენ ამ ფაქტს.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.