დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას წინააღმდეგ – “გედი ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს”

დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას წინააღმდეგ - "გედი ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს"სამწუხაროდ, რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკითხი გუნდის შიგნით იყო გადასაწყვეტი. მან ვარაუდი გამოთქვა, რომ, როდესაც საგაზაფხულო სესიაზე კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა მოხდება, ხელახლა დაისმევა პირველი მოადგილის საკითხიც.

“სამწუხაროდ, რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. ორი მუხლი დაირღვა. რეგლამენტი ახალი მიღებულია და პირველ რიგში ჩვენ, იურიდიულ კომიტეტს გვმართებს მისი დაცვა და მაგალითის ჩვენება მთლიანად პარლამენტისთვის. ასევე, სამწუხაროა ისიც, რომ გუნდის შიგნით უმრავლესობის ფორმატში გადასაწყვეტი საკითხი ასე გადაწყდა. თუმცა კომიტეტმა მიიღო გააწყვეტილება და დროებით ვინ შეასრულებს პირველი მოადგილის მოვალეობას, ამა დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის კომიტეტის თავმჯდომარის ექსკლუზივი, როდესაც ის პირველ მოადგილეს ასახელებს. თებერვლისთვის ახალი თავმჯდომარე ეყოლება იურიდიულ კომიტეტს და შესაბამისად, იქვე მოხდება პირველი მოადგილის საკითხის განხილვაც, ალბათ. ამაში რაიმე განსაკუთრებულს ნუ დავინახავთ,”- განაცხადა მათიკაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს.

ინტერპრესნიუსი