საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
„რამდენიმე მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა” – ნაცმოძრაობის ოფისთან სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობს
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან, მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს. როგორც ბაჩო დოლიძე განმარტავს, რამდენიმე მოშიმშილეს მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისივე თქმით, შიმშილის აქციას გუშინ რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რამდენიმეს უარი უთხრეს შიმშილობის დაწყებაზე, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდათ ხელს. „ყველა ძალიან მხნედ გრძნობს თავს. რა […]
გიორგი ბურჯანაძე – “ოცნება” ლონდა თოლორაიას სამსახურის მოსპობას აპირებს”
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ფეიბუქში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას ეხმაურება. “2018 წელს მივაღწიეთ იმას რომ პოლიციის დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი სამსახური შეიქმნა ცალკე. პოლიციის ქმედებების ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება, საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. დღეს საღამოს აიპიენიდან გავიგეთ ყველამ, რომ თურმე ეს სამსახური უქმდება და 2 ახალი უწყება იქმნება მის ადგილას. ბოლო […]
„გახარიას პარტიის მხრიდან შეინიშნება ალიანსი ნაცებთან“ – ხაშურის საკრებულოს წევრი ანა ხარებავა პარტიას ტოვებს
გახარიას პარტიის სიის მესამე ნომერი, ხაშურის საკრებულოს დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ანა ხარებავა პარტიას ტოვებს. ანა ხარებავა სოციალურ ქსელში წერს: „მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის” აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, ზემოთ აღნიშნული პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია „საქართველოსთვის” მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც […]
“ოცნება” ლონდა თოლორაიას სამსახურის მთლიანად გაუქმებას აპირებს – სახელმწიფო ინსპექტორი თანამდებობაზე 2025 წლის 3 ივლისამდე უნდა იყოს
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის […]
მარტვილის ნაძვის ხის ანთებისას მერად თემურ ჯანაშია გამოაცხადეს
კურიოზი მოხდა მარტვილში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. საღამოს წამყვანმა ნაძვის ხის ასანთებად სცენაზე მარტვილის მერი მოიწვია, ოღონდ სახელები აერია: „მინდა სცენაზე მოვბიწვიო მარტვილის ახლადარჩეული მერი ბატონი თემურ ჯანაშია, უკაცრავად, ბატონი თორნიკე ჯანაშია”, – განაცხადა წამყვანმა. შეგახსენებთ, მარტვილის მერობის კანდიდატი ენმ-დან გენერალი თემურ ჯანაშია იყო, ხოლო “ქართული ოცნებიდან” – თორნიკე ჯანაშია. გამარჯვებულის […]
პრეზიდენტმა ბუშმა 30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა
აშშ-ის საქართველოში საელჩომ ფეისბუქში დაწერა: “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით.”
კახა კუჭავა პარლამენტიდან საერთოდ მიდის – მას გია ცაგარეიშვილი შეცვლის
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ის პარლამენტს ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში – პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და იმუშავებს პროექტზე. “საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის […]
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს – გადაწყვეტილების შესახებ “ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააჟღერა: “შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია, არ სჭირდება ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია მას დაცული აქვს გერმანიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე. შარშან მისი ხელმძღვანელობით […]
კახა კუჭავა გადადგა
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. „კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. გადაწყვეტილება […]









