კატეგორია: პოლიტიკა

“ოცნება” ლონდა თოლორაიას სამსახურის მთლიანად გაუქმებას აპირებს – სახელმწიფო ინსპექტორი თანამდებობაზე 2025 წლის 3 ივლისამდე უნდა იყოს

ჩვენ ისევ გვისმენენ - სახელმწიფო ინსპექტორის სკანდალური ანგარიში

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის […]

მარტვილის ნაძვის ხის ანთებისას მერად თემურ ჯანაშია გამოაცხადეს

მარტვილის ნაძვის ხის ანთებისას მერად თემურ ჯანაშია გამოაცხადეს

კურიოზი მოხდა მარტვილში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. საღამოს წამყვანმა ნაძვის ხის ასანთებად სცენაზე მარტვილის მერი მოიწვია, ოღონდ სახელები აერია: „მინდა სცენაზე მოვბიწვიო მარტვილის ახლადარჩეული მერი ბატონი თემურ ჯანაშია, უკაცრავად, ბატონი თორნიკე ჯანაშია”, – განაცხადა წამყვანმა. შეგახსენებთ, მარტვილის მერობის კანდიდატი ენმ-დან გენერალი თემურ ჯანაშია იყო, ხოლო “ქართული ოცნებიდან” – თორნიკე ჯანაშია. გამარჯვებულის […]

პრეზიდენტმა ბუშმა 30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა

პრეზიდენტმა ბუშმა 30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა

აშშ-ის საქართველოში საელჩომ ფეისბუქში დაწერა: “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით.”

კახა კუჭავა პარლამენტიდან საერთოდ მიდის – მას გია ცაგარეიშვილი შეცვლის

კახა კუჭავა - "არავითარი მაგრამ! გუშინდელს არანაირი გამართლება არ აქვს! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!"

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ის პარლამენტს ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში – პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და იმუშავებს პროექტზე. “საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის […]

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს – გადაწყვეტილების შესახებ “ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააჟღერა: “შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია, არ სჭირდება ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია მას დაცული აქვს გერმანიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე. შარშან მისი ხელმძღვანელობით […]

კახა კუჭავა გადადგა

კახა კუჭავა - "არავითარი მაგრამ! გუშინდელს არანაირი გამართლება არ აქვს! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!"

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. „კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. გადაწყვეტილება […]

 ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილს წარადგენს

 ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილს წარადგენს

„მთავარი არხისთვის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავრობა ჯანდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატურაზე მსჯელობს – ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მისი კარიერაც, ისევე, როგორც მინისტრების უმრავლესობის, “ქართუ ბანკში” იწყება. ზურაბ აზარაშვილი პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ზურაბ აზარაშვილი ჯერ “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე თვეში “დელტას” ხელმძღვანელად, ახლა კი მინისტრის მოადგილის პოსტს […]

გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5.500 ლარამდე გაეზარდა

გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5.500 ლარამდე გაეზარდა

გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5.500 ლარი ექნება. “ოცნების” საკრებულომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა და ანაზღაურება თითქმის 100%-ით გაუზარდა საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებსაც. გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარი იქნება. ჩინოვნიკების ხელფასების გარდა, იზრდება აიპების დაფინანსებაც. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია ენმ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი  ბიუჯეტი მთლიანად ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და პარტაქტივის […]

მარგველაშვილი სააკაშვილთან ორშაბათს, 12:00 საათზე შევა

ნანუკა ჟორჟოლიანი - „გიორგი მარგველაშვილი მიშასთან შეხვედრას ითხოვს“

რგსაქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორშაბათს, 27 დეკემბერს, 12:00 საათზე შევა. “პირველების” ინფორმაციით, სააკაშვილსა და მარგველაშვილს აუდიენციისთვის 3 საათი ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ორშაბათს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი სასამართლოა ჩანიშნული. მარგველაშვილთან შეხვედრის გამო, დიდი ალბათობით, სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს 20 […]

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს” წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და პარტია „საქართველოს” წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, 1 ბიულეტენი კი ბათილი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ქართული ოცნების” წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს […]