„გახარიას პარტიის მხრიდან შეინიშნება ალიანსი ნაცებთან“ – ხაშურის საკრებულოს წევრი ანა ხარებავა პარტიას ტოვებს

„გახარიას პარტიის მხრიდან შეინიშნება ალიანსი ნაცებთან“ - ხაშურის საკრებულოს წევრი ანა ხარებავა პარტიას ტოვებსგახარიას პარტიის სიის მესამე ნომერი, ხაშურის  საკრებულოს დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ანა ხარებავა პარტიას ტოვებს.
ანა ხარებავა სოციალურ ქსელში წერს:
„მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის” აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, ზემოთ აღნიშნული პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია „საქართველოსთვის” მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა და სხვა ბევრი ნიუანსები.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,საქართველოსთვის” და საერთოდ ვემიჯნები პოლიტიკას”.

29 წლის ანა ხარებავა ზუგდიდშია დაბადებული და გათხოვილია ხაშურში 31 წლის სანდრო შეყელაძეზე.

წყვილს 2 შვილი ჰყავს – გაბრიელ და თამარ შეყელაძეები.