კატეგორია: პოლიტიკა

გია ნოდია – „პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარედ შეიძლება უმრავლესობისთვის მოულოდნელი კანდიდატი დაასახელოს“

საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხვალ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურა უნდა დაასახელოს, ვინაიდან მოქმედ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უფლებამოსილება ეწურება. ამის შემდეგ მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობის – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელება მოუწევს. რა მოლოდინი არსებობს ამ მხრივ და როგორ აფასებს ზურაბიშვილის რამდენიმე დღიან მუშაობას პრეზიდენტის რანგში? – ამ თემაზე „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი გია ნოდია […]

ლაშა ჟვანია – ”ცესკოს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია”

ცესკოს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია. ესენი არიან თამარ ჟვანია, გიორგი ჯავახიშვილი, ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია. ამის შესახებ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა. „შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კოდექსთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემდგომში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ხვალ 12:00 საათამდე პრეზიდენტი […]

აკაკი ასათიანი – “ოცნება” 2020-ის არჩევნებს ყველა შემთხვევაში წააგებს”

“ახალი თაობის” კითხვებს ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი პასუხობს. – ბატონო აკაკი,  ოპოზიცია არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად. როგორია თქვენი შეფასებები დღეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე? – პირველ რიგში არჩევნების თემით დავიწყებ და ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო არჩევნები იყო, ძალიან ბევრი თვალსაზრისით. – კერძოდ, რით იყო საინტერესო? – დაფიქსირდა ერთი სრულიად ახალი რეალობა. მაგალითად ის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის […]

ლევან ხაბეიშვილი – “გიორგი ვაშაძეს და ნიკა მელიას დაჭერის არ ეშინიათ”

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მისი და ნიკა მელიას დაკავებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების” გუნდი მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს. ვაშაძის და მელიას დაკავებას არც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გამორიცხავს. ამბობს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი სივრციდან არის გასული და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. რა გეგმით იმუშავებს ოპოზიცია, რატომ არ […]

დიმიტრი გაბუნია დიმიტრი ცქიტიშვილის წინააღმდეგ – მას ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს

არასერიოზული, არაკომპეტენტური და სასაცილო – ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, “ქალთა მოძრაობის” პროტესტს, რომლითაც სამოქალაქო სექტორის წევრები მას სექსუალური ძალადობის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ადვოკატის კლიენტთან გაიგივება არ შეიძლება და თუ მოძრაობის წევრები, კრიტიკის ზღვარს გადავლენ, ისინი სამართლებრივ პასუხს მიიღებენ. „არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები და არაკვალიფიციური და […]

“გიორგი გახარია ხვალ აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრებს, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ” – ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლასთან და მის ფორმატთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „საკითხი დგას ძალიან მარტივად – დაგვიბარეს პარლამენტში დეპუტატებმა, შეკითხვები აქვს არა მხოლოდ უმცირესობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობასაც, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ამ […]

დავით ოქიტაშვილი – “გააგდეთ ნინო ანანიაშვილი ოპერის თეატრიდან!”

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს და ამ მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებს. დავით ოქიტაშვილის თქმით, ოპერისა და ბალეტის თეატრში ნეპოტიზმია და ბევრ ცნობილ და ნიჭიერ ხელოვანს თეატრს არც კი აკარებენ: „ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი […]

“დავით კირკიტაძე არის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას პირადი პოლიტიკური პატიმარი”- ზაალ უდუმაშვილი

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო დავით კირკიტაძესთან მიმართებაში, ცხადი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც დილით სასამართლოს შენობასთან მისულებს ათასობით პოლიციელი დახვდათ. „როდესაც აქ დაგვხვდა ათასობით სამართალდამცავი მობილიზებული ეს ნიშნავდა იმას, რომ გადაწყვეტილება დაწერილია, მოსამართლეს დაუდეს მაგიდაზე, და ეს უნდა წაეკითხა მოსამართლეს. დღეს დავით კირკიტაძე არის ბიძინა ივანიშვილის და […]

დიმიტრი გაბუნია – “პრეზიდენტი ხვალ ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს წარადგენს”

სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება – პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაასახელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატების შერჩევის მიზნით არასამთავრობო სექტორს კონსულტაციებს სთავაზობს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციას დასამტკიცებლად წარუდგენს. „პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და მან უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. წინა პარასკევს იქნა […]

ჟანა ზასეევა – ”ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ”

ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრმა ჟანა ზასეევამ გამოცემა „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ოსეთმა უკვე ერთხელ აირჩია რუსეთი და ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. 2008 წელს ჩემი შვილის და სხვა ბავშვების გვერდით რუსი ჯარისკაცები დადგნენ. მათ დაიცვეს ჩემი ხალხი და სამშობლო. ჩვენთვის, ოსებისთვის რუსულ ენაზე სიზმრები […]