კატეგორია: პოლიტიკა

114 თანამშრომლის სამსახურიდან სავარაუდო დათხოვა – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობოების შეხვედრა იმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება, რომლის მთავარი თემაც საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩეს. მესამე სექტორი ინიციატივას არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, […]

გრიგოლ ვაშაძე – “16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას ჩავატარებთ”

16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს. ვაშაძის განცხადებით, აქცია დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური თელავში იქნება. გრიგოლ ვაშაძემ აქვე დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ორ დღეში, არჩევნების გაყალბებასთან […]

სანდრო ბარამიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ – “სამარცხვინოა!”

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მმართველი გუნდის ინიციატივას “სამარცხვინოს” უწოდებს. ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისგან მოდიოდეს. მისივე თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ 2015 წელს მიღებული ახალი კანონი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო, რომლის შესრულების შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოიპოვა. „უვიზო მიმოსვლის რეჟიმი – ამის […]

გახდება თუ არა გახარია პრემიერი?

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარია სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პოპულარულ მინისტრს შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტი ჩააბაროს. გიორგი გახარიას გაპრემიერება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ მას “ოცნების” ერთ-ერთმა დაჯგუფებამ შეუშალა ხელი. მთავარ მეოცნებესთან არასწორად მიიტანეს ამბავი, რის გამოც გახარია შსს-ში დარჩა. შს მინისტრის პოსტზე ყოფნა მან კარგად გამოიყენა. დღეისთვის ის ყველაზე რეიტინგული […]

„100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს“ – გიორგი ქადაგიძე ვალების ჩამოწერის პროცესზე

ვალების ჩამოწერის პროცესი – საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკითხს ეხმაურება. ქადაგიძის თქმით, აღნიშნული პროცესი 100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს: “ერთი წუთით გადავდოთ ე.წ ვალების ჩამოწერის პოლიტიკური შინაარსის საკითხი და მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ: ქვეყნის “პირველი პირი” აანონსებს “მთავარ ინიციატივას”, რომლის მოლაპარაკებების პროცესი, სამართლებრივი ჩარჩო, ინიციატივის გამოცხადება, ელემენტარული არითმეტიკა, ეკონომიკური ეფექტი და […]

საქართველოს ხელისუფლება სკანდალში ეხვევა – ამერიკელი დიპლომატები აშშ-ს ელჩის შესაძლო დაბლოკვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თბილისს არ სურს შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში ბრიჯით ბრინქის დანიშვნა, ამერიკელი დიპლომატებისთვის გაუგებარია. სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე თომას მელია, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის დროს ამბობს, რომ ეს სამწუხაროა, რადგან ბრინქი დეპარტამენტის საგარეო სამსახურში ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია. „მე ვიცნობ ბრიჯით ბრინქს. ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც კი ოდესმე ყოფილა ჩვენს სამსახურში. ის საქართველოს ძალიან კარგად […]

ზაქარია ქუცნაშვილი: “კახი კალაძე ღამეც კი მუშაობს, ზედმეტად არავის ეჩხირება თვალში” – ვიდეო

უმრავლესობის დეპტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტვ პირველის ეთერში, კახა კალაძის მუშაობა შეაფასა, მისი განცხადებით თბილის მერი ღამეც კი მუშაობს, მშენებლობაზე დადის და არავის ეჩხირება თვალში.

მამუკა გამყრელიძე – “ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვების სროლას არ ვაპირებთ”

“ახალი თაობის” კითხებას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, გაერთიანებულ ოპოზიციაში 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. გაუგებრობა გამოიწვია სალომე სამადაშვილის განცხადებამაც, რომელიც რომ არ აპირებს ისეთ აქციებში მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძეს როგორც პრეზიდენტს ისე შეხვდებიან. როგორია თქვენი პოზიცია? – მე მესმის სალომეს პათოსი ამ შემთხვევაში. აქ […]

კახა მიქაია – “გრიგოლ ვაშაძეს ხმას “ოცნების” ჩინოსნებიც აძლევდნენ”

რატომ არ მისცა ივანიშვილმა “ოცნების” წევრებს ზეიმის უფლება, რა პასუხისმგებლობა აიღო მან საკუთარ თავზე, როდის დასრულდებიან ნაცები და ქოცები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. – “ოცნება” არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისშია, გაერთიანებული ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს. ქვეყანა ფაქტიურად ორად გაიყო. ეს ამბავი ცუდად ხომ არ დამთავრდება? – ეს ამბავი აუცილებლად […]

განხეთქილება ”ოცნებაში” – ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ

”ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის დაკვეთის ადეკვატური არ არიან. მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნება, შექმნილი მოლოდინის საწინააღმდეგოა. დეპუტატმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ სადღაც საჭიროა სისტემური ცვლილებები, ხოლო სადღაც – პიროვნული ცვლილებები. როგორც ჩანს, ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, არანაირი […]