თემურ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ მინისტრმა მოაწერა. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად“ – აღნიშნულია ბრძანებაში. თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ”ჩვენს გუნდში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება”
„ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის, არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისმის გარკვეული სპეკულაციები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს. “მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს […]
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ – რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
„ნიუპოსტისთვის“ კულუარებიდან კიდევ ერთი ცვლილების შესახებ ხდება ცნობილი. ამჯერად ლაპარაკია „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ე.წ. გადახალისებაზე. კულუარებიდან მიღებული ინფორმაციით, პარტიულ თანამდებობებს დატოვებენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, თუმცა არ სახედლება, თუ ვინ დაიკავებს აღმასრულებელი ან გენერალური მდივნის პოსტს. ამასთნ, კულუარებშ ამბობენ, რომ კალაძე-კობახიძის მიმართ ბიძნა ივანიშვილის განაწყენების საბაბი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა, რა დროსაც […]
ვინ შეცვლის ბახტაძეს – გახარია თუ ცქიტიშვილი
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში დიდი წმენდაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, პრემიერი მამუკა ბახტაძე პოსტს დატოვებს. ამბობენ, რომ თანამდებობას დატოვებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც. თუ ბახტაძეს გადააყენებენ, პრემიერი შესაძლოა, შს მინისტრი გიორგი გახარია გახდეს. გახარიას შესაძლო გაპრემიერებაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, სანამ ამ პოსტს ბახტაძე დაიკავებდა. ასევე, არსებობს ვერსია, რომ ბახტაძე შესაძლოა, მაია ცქიტიშვილით ჩაანაცვლონ, რომელიც ამჟამად […]
“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუმცა…” – კვირიკაშვილმა მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი მის დამოკიდებულებაზე საუბრობს: “ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების […]
გიგლა ბარამიძე – “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უკვე იმპიჩმენტზე ფიქრობს”
რატომ დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი მინისტრების ნაწილს, რა გეგმა მზადდება “ოცნებაში” მის წინააღმდეგ, რას უნდა ველოდოთ თელავში ჩატარებული ინაუგურაციიდან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება დედაქალაქში. საქართველოშიც ასე იყო, მაგრამ ახლა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში უნდა გაიმართოს. რატომ აირჩიეს თელავი? აქ “ოცნების” ნებიერამ ორივე ტური წააგო. […]
შალვა შავგულიძე – “ჩვენი მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა”
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება თავად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს მაშველი რგოლი. – ბატონო შალვა, თავისუფალ დემოკრატებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნა გაქვთ. თქვენი პოზიცია როგორია? – ხელისუფლებამ ცუდი არჩევნები ჩაატარა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატულობის თვალსაზრისით, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. […]
“ოცნებამ” ან საკადრო რევოლუცია უნდა მოახდინოს ან ხელისუფლებიდან წავიდეს”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ საარჩვნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან უსინდისობაა პროპორციულ სისტემაზე საუბარი, როცა თვითონ იყვნენ ხელისულებაში, არც მაშინ მიიღეს და არც ჩვენთან ჩაერთვნენ განხილვების პროცესშიო. – ხელისუფლების მხრიდან დღეს ამის მტკიცება იგივეა, რომ ორჯერ […]
„სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ სხვანაირ ხასიათს გამოავლენს”
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი იქნება. ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა ეს ფაქტს არ ცვლის. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ლომის წვლილი აქვს შეტანილი და სავარაუდოა, რომ მმართველ გუნდს რიგ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში გაუწიოს არჩეულმა პრეზიდენტმა ან […]
ლადო სადღობელაშვილი – “ციხეში ბადრაგები ბაჩო ახალაიას მისტირიან”
რატომ არ აღდგა სამართლიანობა, როგორ ინაწილებენ რუსეთში წასული საქართველოს მოქალაქეების ხმებს ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ ვერ დაუპირისპირდება პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ უკრაინელებმა ცნობილი ჯალათი მეგიზ ქარდავა ფაქტიურად გაათავისუფლეს. შინაპატიმრობის მისჯა თავისუფლების ტოლფასია. ცოტა ხნის წინ […]










