კატეგორია: პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე – ”შესაძლოა, „ოცნებამ“ დათმოს და პროპორციულ სისტემას დათანხმდეს“

რამდენად რელევანტურია პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში გამართვის გადაწყვეტილება, ხომ არ ჩანს გარკვეული ბზარი გაერთიანებულ ოპოზიციაში და რამდენად რეალურია ოპოზიციამ შედეგს მიაღწიოს და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს: _ რამდენად რელევანტური გადაწყვეტილებაა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარება? _ მგონია, რომ გადაწყვეტილება რელევანტური იყო იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა […]

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება. „რა თქმა უნდა, ინაუგურაციაზე მივდივარ. ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვიპატიჟე პრეზიდენტის სასახლეში უფლებამოსილების გადაბარების ფარგლებში. იმედი მაქვს, ამ ცივილიზებულ პროცესს, რაც ეხება უფლებამოსილების გადაბარებას, წარმატებულად დავასრულებთ 16 დეკემბერს” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ლევან იზორიას ფეშენებელური სახლები და დამალული ფული – თავდაცვის მინისტრი ამხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფულის დამალვაში ამხილეს . არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ლევან იზორიას შემოსავლები და ხარჯები შეამოწმა. შედეგად დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებულ „ართველი მილიონერების“ უბანში ორი ფეშენებელური სახლის მშენებლობის დროს ლევან იზორია დეკლარაციაში არ წერდა, თუ რა უჯდებოდა თითო სახლის მშენებლობა, ამას კი მას კანონი ავალდებულებდა. თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციის მკვლევარებს აუხსნეს, […]

გიორგი გახარია პარლამენტში მივა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივა, ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ავრცელებს. საპარლამენტო უმცირესობა ხორავას ქუჩის საქმესთაბ დაკავშირებით, იმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს: „მიუხედავად ბევრი მოტყუებისა შინაგან საქმეთა მინისტრი აპირებს, რომ მოვიდეს პარლამენტში. და შესაბამისად ჩვენც წლის ბოლომდე გვექნება ამ კონკრეტული დადგენილების განხილვა. ველოდებით ჯერ შინაგან […]

ზაზა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე – „მაგ ქალაჩუნამ ის ქაღალდი დაახვიოს და ერთ ადგილას გაირჭოს“ – ვიდეო

გადაცემა ,,პოლიტმეტრში“, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში, დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა დღევანდელ ინციდენტზე ისაუბრა და ნიკა მელიას ეთერიდან მიმართა: ”ჩემი თავმოყვარეობიდან ვსაუბრობ, ერთმა სალახანა, ქალაჩუნა დეპუტატმა დაწერა, ნარკოტიკში ჩახრჩობილი დეპუტატიო. სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩვე, აზრზე მოვიდეს. შე ლაწირაკო შე უზრდელო ხეპრევ, შე ქალაჩუნავ, მაგას როგორ ბედავ! აი, ახლა შემოწმებას გავივლი და ის საბუთი, სადაც ეგ ეწერება, დაახვიოს […]

“ზურაბიშვილი შეეცდება, ივანიშვილისგან თავი დაიძვრინოს”

რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია, რა ელოდება “ქართულ ოცნებას”, გამოჩნდება თუ არა ქართველი პაშინიანი, რა პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს ზურაბიშვილი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა მირცხულავა: – დღეს ყველა 16 დეკემბერს ელოდება. ამ დღეს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ამ დღეს ოპოზიციამ აქცია დააანონსა, ხელისუფლება კი თელავში განერიდა პროცესებს. ხელისუფლება თელავში განრიდებით […]

ირმა ინაშვილი – ”ნიკა მელიას ცემას არ ვაპირებდი, ქალი ვარ და კაცზე ხელს არასოდეს ავწევ”

საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. “იმედის” ეთერში აღნიშნულ თემაზე საუბრისას ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის ნიკა მელიას ცემას არ აპირებდა, რადგან ის ქალია და კაცზე არასოდეს აწევს ხელს. „მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა […]

ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა – ”რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!”

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა. ”რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში დაძაბული მდგომარეობა ნაციონალური მოძრაობის განცხადებებმა გამოიწვია. „ამას სწავლა არ სჭირდება, რომ ნებისმიერი კრიტიკული […]

“მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა” – ირმა ინაშვილი ნიკა მელიას საცემრად გაექაჩა – ვიდეო

საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ვითარება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. “ერთხელ ჩხუბი სჯობს მგონია, მართლა უნდა დაგილეწოთ თავები ყველას, ეს მართლა კრიმინალები”, – მიმართა ირმა ინაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას. კამათი ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის მოხდა. “ცირკი დაიწყო თქვენმა კოლეგამ ნიკა მელიამ. მოგვიწყვეს […]

“მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ “ნაციონალურ მოძრაობას“ – ადა მარშანიას შეთავაზება

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს წინასაახალწლოდ ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტის განხილვა შესთავაზა. „ვნახე და მიხარია, რომ ჩვენი ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში შესულია, მაგრამ 45-ე ნომრად. მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოს და ბოლოს, განვიხილოთ ეს რეზოლუციის პროექტი, საახალწლო რეზოლუცია ან ვცნოთ, რომ ეს მართლა კრიმინალური რეჟიმი იყო ან გააგრძელეთ […]