მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი გადაცემას ტელეკომპანია Zik-ის ეთერში წაუძღვება.

გადაცემის ანონსში ნათქვამია, რომ „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ“.

გადაცემა „ჯოკერი“ ეთერში 7 დეკემბრიდან გავა.

1tv.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი