ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიესჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს” წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და პარტია „საქართველოს” წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, 1 ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ქართული ოცნების” წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

ჩხოროწყუს საკრებულოზე 27 წევრია, შესაბამისად, შოთა წურწუმიამ 50%-ზე მეტი ხმა მიიღო.