ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა გიორგი მარგველაშვილთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მარგველაშვილმა თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. „პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა […]
კატეგორია: პოლიტიკა
მარგველაშვილი – “3 პრეზიდენტის შეხვედრა ძალიან ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიმაჩნია”
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ამის შესახებ მარგველაშვილმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სწორედ პუტინის პირადი ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს „ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი“. „ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ის არის საქართველოში […]
ზურაბ აზარაშვილმა ქალიშვილს 250.000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა – რა ქონება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს
ჯანდაცვის ახალ მინისტრს, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ზურაბ აზარაშვილს, ქონებრივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას აქვს შევსებული. 2017 წელს მან თბილისში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 2019 წელს კი შვილს, მარიამ აზარაშვილს ასევე თბილისში, 250.000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა. ზურაბ აზარაშვილმა 2018 და 2019 წლებში ორი […]
მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა
სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. ის რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3 საათითაა განსაზღვრული. ორი პრეზიდენტის საუბრის თემა სავარაუდოდ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებს შეეხება. მარგველაშვილი ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში […]
“ჩემი სამსახურის გაუქმებას რამდენიმე მიზეზი აქვს” – ლონდა თოლორაიამ 2 კვირის წინ შვილი გააჩინა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია “ოცნების” ახალი ინიციატივის შემდეგ “მთავარ არხთან” პირველ კომენტარს აკეთებს. ის ექსკლუზიურ კომენტარში გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებს არ უარყოფს და ამბობს, რომ ის რომელიმე ერთ ფაქტთან არაა დაკავშირებული. “როგორც პოსტში დავწერე, ეს ინფორმაცია არ მქონდა, ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა “ინტერპრესნიუსიდან” ისევე, როგორც სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის გახდა ცნობილი ეს ამბავი, შესაბამისად […]
რატი ბრეგაძე ლონდა თოლორაიას უჩივის
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წინააღმდეგ პროცესი ჩანიშნა. სარჩელის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. რატი ბრეგაძე ლონდა თოლორაიას იმ დასკვნას ასაჩივრებს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება უკანონობა იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას მაკონტროლებელი უწყების არსებობა მოქმედების თავისუფლებაში ხელს უშლის. ბუნებრივია, მაკონტროლებელი “ქართულ ოცნებას” არ უნდა და არ აწყობს, რომ რაიმე ფორმით ვინმე […]
მარგველაშვილი სააკაშვილს გორში ხვალ 12 საათზე შეხვდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. […]
„რამდენიმე მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა” – ნაცმოძრაობის ოფისთან სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობს
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან, მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს. როგორც ბაჩო დოლიძე განმარტავს, რამდენიმე მოშიმშილეს მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისივე თქმით, შიმშილის აქციას გუშინ რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რამდენიმეს უარი უთხრეს შიმშილობის დაწყებაზე, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდათ ხელს. „ყველა ძალიან მხნედ გრძნობს თავს. რა […]
გიორგი ბურჯანაძე – “ოცნება” ლონდა თოლორაიას სამსახურის მოსპობას აპირებს”
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ფეიბუქში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას ეხმაურება. “2018 წელს მივაღწიეთ იმას რომ პოლიციის დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი სამსახური შეიქმნა ცალკე. პოლიციის ქმედებების ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება, საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. დღეს საღამოს აიპიენიდან გავიგეთ ყველამ, რომ თურმე ეს სამსახური უქმდება და 2 ახალი უწყება იქმნება მის ადგილას. ბოლო […]
„გახარიას პარტიის მხრიდან შეინიშნება ალიანსი ნაცებთან“ – ხაშურის საკრებულოს წევრი ანა ხარებავა პარტიას ტოვებს
გახარიას პარტიის სიის მესამე ნომერი, ხაშურის საკრებულოს დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ანა ხარებავა პარტიას ტოვებს. ანა ხარებავა სოციალურ ქსელში წერს: „მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის” აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, ზემოთ აღნიშნული პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია „საქართველოსთვის” მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც […]










