მარგველაშვილი სააკაშვილთან ორშაბათს, 12:00 საათზე შევა

მარგველაშვილი სააკაშვილთან ორშაბათს, 12:00 საათზე შევარგსაქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორშაბათს, 27 დეკემბერს, 12:00 საათზე შევა.

“პირველების” ინფორმაციით, სააკაშვილსა და მარგველაშვილს აუდიენციისთვის 3 საათი ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი სასამართლოა ჩანიშნული.

მარგველაშვილთან შეხვედრის გამო, დიდი ალბათობით, სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს 20 დეკემბერს შეხვდა. მოქმედ პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ კი პენიტენციურ სამსახურს მიმართა, რომ სააკაშვილის სანახავად შეეშვათ.