ჩუგოშვილი – “მთავრობამ უნდა განმარტოს, რატომ შეამცირა პრეზიდენტის დაფინანსება”

ჩუგოშვილი - "მთავრობამ უნდა განმარტოს, რატომ შეამცირა პრეზიდენტის დაფინანსება"ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება და პროპორციულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა მიზეზების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, მაშინ, როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 9 800 000 ლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი.

ამასთან, განულებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება.

ინტერპრესნიუსი