მელორ ვაჩნაძე ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ – “ქართული ოცნების” ერთ- ერთი ყველაზე ღია და აგრესიული მომხრე შურისძიების შიშით ოჯახთან ერთად ქვეყნის დასატოვებლად ემზადება. ვაჩნაძე „კურიერთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გაწირა და ახლა მის დაკავებას გეგმავს. ვაჩნაძე ბოდიშს უხდის საზოგადოებას და საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვს, თუმცა მანამდე “კურიერს” დღემდე უცნობ დეტალებს უყვება. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი – “ახლა ვნანობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ ვმონაწილეობდი”
“ახალი თაობის” კითხვებს ალეკო ელისაშვილი პასუხობს. – ალეკო, ხელისუფლება უარყოფს იმ გაყალბების სქემას, რომელზეც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შეცდომაში ნაციონალურმა მოძრაობამ შეიყვანა. რა ხდება რეალურად, ამუშავებს ხელისუფლება გაყალბების სქემას? – დარწმუნებული ვარ, ამუშავებს და ამაში ყველანაირი რესურსი ჩართული აქვს. თუნდაც ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან სანდო ორგანიზაციები ლაპარაკობენ […]
სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაასრულა. ის ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია. „ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება. ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ, […]
„ბიძინა ივანიშვილი – ნომერ პირველი თაღლითი!“ – „ოცნების“ თავმჯდომარეს „ვარსკვლავი“ გაუხსნეს
„ბიძინა ივანიშვილი – ნომერ პირველი თაღლითი!“ – ამ სახელწოდების ვარსკვლავი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან გახსნა და ის დაპირებები გააპროტესტა, რომელსაც ივანიშვილი იძლეოდა. „ჩვენ ქუჩაში გხვდება პლაკატები, რომლებიც გვახსენებენ 10-12-13 წლის წინანდელ ამბებს ამ ქვეყნისას, თუმცა ჩვენ გვახსოვს გუშინდელი, გუშინწინდელი დღე, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაპირებები დარჩა დაპირებებად და ლამაზ ტყუილებად. შესაბამისად, მთელი ამ 6 […]
“მოქალაქე გიორგი მარგველაშვილს არ ესიამოვნება, თუ მომავალი პრეზიდენტი ვერ გაბედავს აქ შემოსვლას”- საქართველოს მე-4 პრეზიდენტი
მარგველაშვილის თქმით, მას გული დასწყდება, თუ მომავალი პრეზიდენტის მისამართი თბილისში აბდუშელიშვილის #1 აღარ იქნება. ამის შესახებ მარგველაშვილმა „საზოგადობრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში განაცხადა: „მე აქ საქართველოს მოქალაქეებმა დამტოვეს, არცერთმა სხვა ჯგუფმა – არა. მათი ძალით დავრჩი აქ, მომავალმა პრეზიდენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს და არა ის, რომ მე აქ ვიყავი. საქართველოს მოქალაქეებს უნდოდათ, რომ მე […]
სანდრო ბრეგაძე – “სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ”
“ქართული მარში“ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე უარს ამბობს. სანდრო ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შიშით სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მახეა. როგორც ბრეგაძე აცხადებს, „ქართული მარში“ აქტივისტებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს, თუმცა არც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს. ბრეგაძე ფიქრობს, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა. რუსთავი 2
სააკაშვილი – “შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველად”
არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე საუბრობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ „ოცნების“ რჩეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გამარჯვების შანსი, თუ უპრეცედენტო გაყალბებას ექნება ადგილი. „ერთადერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა და ეს არის არნახული, ისეთ გაყალბება, რომელიც არ დასიზმრებია საქართველოს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, […]
გრიგოლ ვაშაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48% – ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა
ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა არჩევნებამდე სამი დღით ადრე – “რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2.038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები. კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: 37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. 35 %-მა თქვა, რომ ხმას […]
”საქართველოს ვიცავ სალომესგან” – რას ამბობს მოქალაქე, რომელიც აქციას “არა ნაცებს” ესწრებოდა
პარლამენტის შენობიდან სულ რამდენიმე მეტრში, აქცია “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, დაახლოებით საათ ნახევარი გაგრძელდა. აქცია თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით აქცია-მსვლელობა რუსთავში დაიწყო. მას მოძრაობა „არა ნაციზმის“ დამფუძნებლებიც შეუერთდნენ. მათი აზრით, დაუშვებელია ქვეყანა უკან დაბრუნდეს, რის გამოც, ყველას მოუწოდებენ არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ, თუმცა თავისუფლების მოედანზე დღეს შეკრებილთა ნაწილმა არც კი იცოდა ზუსტად […]
კალაძე – ”ნაციონალები აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია”
ნაციონალური მოძრაობა სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე თუ რაიმე სახის გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. „მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეს ვერაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა […]










