მარგველაშვილის თქმით, მას გული დასწყდება, თუ მომავალი პრეზიდენტის მისამართი თბილისში აბდუშელიშვილის #1 აღარ იქნება. ამის შესახებ მარგველაშვილმა „საზოგადობრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში განაცხადა:
„მე აქ საქართველოს მოქალაქეებმა დამტოვეს, არცერთმა სხვა ჯგუფმა – არა. მათი ძალით დავრჩი აქ, მომავალმა პრეზიდენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს და არა ის, რომ მე აქ ვიყავი. საქართველოს მოქალაქეებს უნდოდათ, რომ მე აქ და ამ პოზიციაზე ვყოფილიყავი. მოქალაქე გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ნაწილი იქნება საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომელთაც აერთიანებთ სულისკვეთება იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ინსტიტუტები უნდა იყოს დაკომპლექტებული დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე ადაიანებით, არ ესიამოვნება, თუ მომავალი პრეზიდენტი ვერ გაბედავს აქ შემოსვლას“- განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.

