„ბიძინა ივანიშვილი – ნომერ პირველი თაღლითი!“ – „ოცნების“ თავმჯდომარეს „ვარსკვლავი“ გაუხსნეს

„ბიძინა ივანიშვილი - ნომერ პირველი თაღლითი!“ - „ოცნების“ თავმჯდომარეს „ვარსკვლავი“ გაუხსნეს„ბიძინა ივანიშვილი – ნომერ პირველი თაღლითი!“ – ამ სახელწოდების ვარსკვლავი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან გახსნა და ის დაპირებები გააპროტესტა, რომელსაც ივანიშვილი იძლეოდა.

„ჩვენ ქუჩაში გხვდება პლაკატები, რომლებიც გვახსენებენ 10-12-13 წლის წინანდელ ამბებს ამ ქვეყნისას, თუმცა ჩვენ გვახსოვს გუშინდელი, გუშინწინდელი დღე, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაპირებები დარჩა დაპირებებად და ლამაზ ტყუილებად. შესაბამისად, მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ამ ადამიანს თავისი სახელი დაარქვა და ჩვენ დღეს გავუხსენით, აქ ამოვედით, სხვა და სხვა საზოგადოებრივი დაჯგუფებები „ საქართველოს ნომერ პირველ თაღლითს“ თაღლითის ვარსკვლავი!“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები თქმით, ქვეყანამ თითქმის ყველა სფეროში რეგრესი განიცადა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება არის საგანგაშო.