იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ევროპარლამენტარებმა კითხვები დასვეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე. საერთაშორისო დამკვირვებლები რამდენად დააკვირდებიან მეორე ტურს და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათი დასკვნები? – საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა მეთოდებით უზრუნველყოფენ არჩევნების მეორე ტურის დაკვირვებას. ერთი, უშუალოდ მათი მიერ გამოგზავნილი დამკვირვებლებით დააკვირდებიან ისინი არჩევნებს და მეორე ადგილობრივი გამოცდილი […]
კატეგორია: პოლიტიკა
გახარია – ”მურთაზ ზოდელავას საქმე არ არის, მე სად ვარ და რას ვაკეთებ”
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობის წევრს მურთაზ ზოდელავას მოუწოდებს, რომ თავის პარტიას მიხედოს. ასე გამოეხმაურა გახარია ზოდელავას განცხადებას, რომ ხობის მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი გ.პ. მათ მხარდამჭერებსა და პარტიის ლიდერებს ატერორებს. გახარიას კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. „საერთოდ არ არის მისი საქმე მე სად ვარ და რას ვაკეთებ. თუ რაიმე დამადასტურებელი აქვთ, ნება იბოძონ, წავიდნენ იქ, სადაც […]
”ბოკერიები და სააკაშვილები არ გამოსწორდებიან, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს!” – პატრიოტთა ალიანსის მიტინგი თავისუფლების მოედანზე
მწამებლებს საქართველოს არ დავუთმობთ. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს. კოჰაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა. მან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. „ჩვენ დღეს საქართველოს ვიცავთ ყველანი. როცა ჩვენ ვამბობთ „არა ნაციონალურ მოძრაობას“ – […]
გლდანის სტამბაში ხარვეზიანი ბიულეტენები იპოვეს
იგეგმება თუ არა არჩევნების მასობრივი გაყალბება ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენებით – “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრმა” დიდი ოდენობით მსგავს ბიულეტენებს გლდანის სტამბაში მიაგნო. ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენები, რომელიც სპეციალურ თაროზეა მოთავსებული „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმაც გადაიღო. სტამბის ადმინისტრაციაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს სტამბის ტექნიკური შეცდომაა და ეს ბიულეტენები არჩევნებამდე აუცილებლად განადგურდება. ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ე.წ. […]
ფარული ჩანაწერი – დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებს დედას აგინებს
ქართულ ოცნებაში ფრონტის ორი ხაზია გახსნილი, ერთ ხაზზე ებრძვიან ოპოზიციას, მეორე ხაზზე კი ერთმანეთს. ოცნების მხარდამჭერმა ბლოგერმა, ირაკლი კორძაიამ, საიდუმლო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ საკრებულოს დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი, პარტიის მმართველ რგოლს – პოლიტსაბჭოს წევრებს, დედას აგინებს. ირაკლი კორძაიას, იმის გამო, რომ შიდა დაპირისპირების ამბები საჯარო გახადა, ახლა უცხოეთში მყოფს ემუქრებიან. კურიერი 40-წუთიანი სკანდალური ფარული ჩანაწერის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს […]
გოგა ხაინდრავა – “სააკაშვილმა 7 აგვისტოს ღამეს ცეცხლი გაუხსნა მძინარე ცხინვალს, რა უნდოდა ქართულ ჯარს ცხინვალში, ცხინვალიდან უტევდა რუსული 58-ე არმია?!”
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“-თან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა. როგორც ხაინდრავამ განაცხადა, მაშინ „150 სოფელი გადაწვეს, გადაიბუგა იქაურობა, 10 ათასობით დევნილი და ლტოლვილი გამოვიდა, ჩვენი გმირი ბიჭების გვამები იხრწნებოდა და ესენი 12 აგვისტოს თბილისში გამარჯვებას ზეიმობდენენ. იმიტომ რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მაშინ საქართველოზე გაიმარჯვა. „აბსოლუტური სიცრუეა, რომ ისინი საქართველოს […]
სააკაშვილი – ”ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის”
როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა. „რაღაც საოცარი ჩანაწერი გააკეთეს ჩემსა და გიორგი ვაშაძეზე, რომელიც შეკრებილია ჩემი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, მისი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, სადღაც სასტუმროში, რესტორანში, ეს ბოლო ჩემი ჩაწერილი უკრაინაში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, […]
ხათუნა ხოფერია – “ვერც მიშა, ვერც გრიშა და ვერც იმათი კრიშა სიმშვიდეს ვერ წაგვართმევს!”
“ახალი თაობის” კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს. – ქალბატონო ხათუნა, საზოგადოებამ იხილა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი და ნაცმოძრაობის ლიდერები მეორე ტურის შემდეგ რევოლუციურ სცენარს გეგმავენ. რას იტყვით თქვენ? – ჩემი მხრიდან არასწორი იქნება ამ ჩანაწერის ავთენტურობაზე საუბარი. თუმცა ნამდვილად არ მიკვირს, რომ ასეთი სცენარი შეიძლება შემდგარიყო. არც მათი პოზიცია არ იწვევს რაიმეს გასაკვირს. […]
გიგლა ბარამიძე – “სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ეგენი უნდა გამოვიყენო და მერე სასახლეში არცერთს არ შემოვუშვებო”
ვინ დააჯერა ივანიშვილი, რომ ილია ჭავჭავაძეა, რატომ ეჩვენება სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ, რას ფიქრობს თავად ზურაბიშვილი “ოცნებაზე” და რა სიურპრიზს უმზადებს ის პირველ მეოცნებეს, რა კავშირი აქვს ევროპულ საარჩევნო კამპანიასთან ხახვს და კარტოფილს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. გიგლა ბარამიძე: – ქურუმთ-ქურუმმა კიდევ ერთხელ შეადარა სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეს. რას […]
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი – “სესხების განულება ამომრჩევლის მოქრთამვაა”
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა. ასე უპასუხა რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ჟურნალისტის“ შესაბამის კითხვას. „გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია“, – განაცხადა […]









