კატეგორია: პოლიტიკა

ნიკა მელია – “ვიწყებთ მასობრივ შიმშილობას სააკაშვილის გათავისუფლებამდე”

ნიკა მელია - "ვიწყებთ მასობრივ შიმშილობას სააკაშვილის გათავისუფლებამდე"

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო. მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. როგორც მელიამ აღნიშნა, შიმშილობას “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა. პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა “რაც უფრო ბევრნი […]

სოხუმში ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს

სოხუმში ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. სოხუმში მთავარ მოედანზე ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.ათასობით დემონსტრანტი  “სამართალდამცავების” კორდონის გარღვევას ცდილობს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. მოგვიანებით ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ ეს იყო პეტარდების აფეთქების ხმა, რომელსაც მომიტინგეები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მიმართ იყენებდნენ.

სააკაშვილი ნაციონალებს – “თუ არ იშიმშილებთ, დაფინანსება შეგიწყდებათ!”

სააკაშვილი - "ბევრი იტყვის, რომ სრულ ჭკუაზე არ ვარ... მექსიკაში 600 მილიონერს ლექცია წავუკითხე...""

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი თანაპარტიელებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას და მის მხარდამჭერ რამდენიმე ორგანიზაციას, დაფინანსება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერისთვის” გახდა ცნობილი. მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, უფრო ქმედითი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას სთხოვს, მათ შორის შიმშილობის დაუყოვნებლივ დაწყებას. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის საპასუხოდ.

სააკაშვილი – “გიულის თვალწინ ბადრაგმა ჩემი ფანჯრის რაფიდან ჩამოსმა სცადა”

სააკაშვილი - "გიულის თვალწინ ბადრაგმა ჩემი ფანჯრის რაფიდან ჩამოსმა სცადა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სააკაშვილმა აქციაზე მიმავალ კოლონას კლინიკის ფანჯრიდან საკუთარი ხელით დახატული დროშა დაუქნია, რა დროსაც ფანჯრის რაფიდან მისი ჩამოყვანა ბადრაგებმა სცადეს. ამის შესახებ ალასანიამ გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და სააკაშვილის წერილიც წაიკითხა, „დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა მხოლოდ […]

„შესარიგებელი არაფერი მჭირს… პოლიტიკური თამაშია“ – ზურაბ ჯაფარიძე

"ოცნება", გამოექანეთ მთაწმინდიდან" - ზურაბ ჯაფარიძის პარტია 143.000 ლარით დააჯარიმეს

„არ მჯერა, რომ რამე შედეგი ექნება, ასეთი აქციები ნანახი მაქვს მილიონი“,- ასე აფასებს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თავად მას შესარიგებელი არავისთან არაფერი აქვს. ზურაბ ჯაფარიძის […]

„გთხოვთ, დამრთოთ ნება, მოვინახულო სააკაშვილი“ – მარგველაშვილი ბრეგაძეს მიმართავს

"დიდი რიგები საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების დამარცხებას ნიშნავს" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა: „როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს […]

“სააკაშვილი დასავლეთისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ივანიშვილი” – დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი - "გადავწყვიტე, დავტოვო რესპუბლიკური პარტია"

სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ ლგბტ იდენტობის მქონე ადამიანების უფლებები დაარღვია თავისი უმოქმედობით და სახელმწიფოს 193.500 ევროს გადახდა დააკისრა. ამ მოვლენების დროს შს მინისტრის პოსტს დღევანდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა და სწორედ მას ევალებოდა ადამიანების უსაფრთხოება. „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვისთვისაც 17 მაისი დანაშაული იყო, იმის თვალში ღარიბაშვილი […]

ზურაბიშვილისა და მარგველაშვილის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა

ზურაბიშვილისა და მარგველაშვილის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა

„პრეზიდენტების შეხვედრა შედგა – სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა. “პირველების” ინფორმაციით, თემა პოლიტიკური კრიზისი და მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებით გამოწვეული არასტაბილურობა იყო. ორი პრეზიდენტის შეხვედრის ფაქტს, “ტვ პირველთან” გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ადასტურებს. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ეს იმედს მაძლევს, რომ პრეზიდენტი ფორსირებულად აპირებს დიალოგის პროცესი აქტიურ პროცესში იქნას […]

სად დააკავეს გიგი კალანდაძე – ახალი დეტალები

გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს

რა მოტივით დააკავეს გენერალი გიგი კალანდაძე – ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ უმყოფებიან, კალანდაძის დაკავების უკან რუსეთის დაკვეთას ხედავენ. ყოფილი სამხედრო დავით მაყიშვილი ირმწუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი მებრძოლების პირადი ინფორმაცია რუსეთს არაერთხელ გადასცა. გენერალი კალანდაძე დააკავეს ბერლინში, უკვე უკრაინაში გამოფრენის დროს გერმანელმა სამართალდამცველებმა. არ განუმარტეს ოჯახის წევრებს რის საფუძველზე დააკავეს. თუ საქართელოს მოთხოვნით […]

სააკაშვილი – “გიგი კალანდაძის ბერლინში დაკავება სირცხვილია”

მიხეილ სააკაშვილი - „ეს არის სუფთა პოლიტიკური განაჩენი“- ვიდეო

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე – სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მისივე სოციალურ ქსელში ვრცელდება. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში. “საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი […]