სოხუმში ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს

სოხუმში ბჟანიას გადადგომა მოითხოვესოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. სოხუმში მთავარ მოედანზე ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.ათასობით დემონსტრანტი  “სამართალდამცავების” კორდონის გარღვევას ცდილობს.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. მოგვიანებით ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ ეს იყო პეტარდების აფეთქების ხმა, რომელსაც მომიტინგეები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მიმართ იყენებდნენ.