ზურაბიშვილისა და მარგველაშვილის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა

ზურაბიშვილისა და მარგველაშვილის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართაპრეზიდენტების შეხვედრა შედგა – სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა. “პირველების” ინფორმაციით, თემა პოლიტიკური კრიზისი და მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებით გამოწვეული არასტაბილურობა იყო.

ორი პრეზიდენტის შეხვედრის ფაქტს, “ტვ პირველთან” გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ადასტურებს.

მაქვს ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ეს იმედს მაძლევს, რომ პრეზიდენტი ფორსირებულად აპირებს დიალოგის პროცესი აქტიურ პროცესში იქნას გადაყვანილი”- აცხადებს ჩიხრაძე.

ტვ პირველი