გახარია – ”მურთაზ ზოდელავას საქმე არ არის, მე სად ვარ და რას ვაკეთებ”

გახარია - ”მურთაზ ზოდელავას საქმე არ არის, მე სად ვარ და რას ვაკეთებ”შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობის წევრს მურთაზ ზოდელავას მოუწოდებს, რომ თავის პარტიას მიხედოს.

ასე გამოეხმაურა გახარია ზოდელავას განცხადებას, რომ ხობის მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი გ.პ. მათ მხარდამჭერებსა და პარტიის ლიდერებს ატერორებს.

გახარიას კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

„საერთოდ არ არის მისი საქმე მე სად ვარ და რას ვაკეთებ. თუ რაიმე დამადასტურებელი აქვთ, ნება იბოძონ, წავიდნენ იქ, სადაც კანონს შეესაბამება. ახლა ხომ ვარ სამეგრელოში, არჩევნები რომ დასრულდება, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები და რა დაპირებებსაც გავცემ, ყველას შევასრულებ.

ბატონმა კოორდინატორმა მიხედოს თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და ატაროს ბრიფინგები, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იმედინიუსი