კატეგორია: პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ახალქალაქში სცემეს – „თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა“

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თვითმხილველები “რუსთავი2”-თან საუბრისას ჰყვებიან, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე განცხადებით, თავდამსხმელები “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან. გრიგოლ ვაშაძის შტაბის […]

გედევან ფოფხაძე – „თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით”

თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა აძლევს, რომელიც ფოფხაძის თქმით, მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება. „თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური […]

სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. „ამ საღამოს, 20:00 საათზე, ჩემი განცხადება პირდაპირ ეთერში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“კალაძით გაღიზიანებული სალომე ზურაბიშვილი თავისი კანდიდატურის მოხსნაზე ფიქრობს”

კახა მიქაიამ ფეისბუქში დაწერა: “ჩემი ინფორმაციით, კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების გამო, სადაც კალაძე სინანულს გამოთქვამს სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერისთვის. ამ განცხადებით გაღიზიანებული სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს თავისი კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნას. P.S. სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობიდან გამომდინარე, არც მე გამოვრიცხავ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმას.”

“ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები იყო”- გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებზე ისაუბრა. „ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები იყო … ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ იყო შემთხვევები, რომელიც გაზიარებული იყო მედიითაც და ისეც, ამომრჩევლის მოსყიდვის. ემოციურად ყველაზე მძიმე ეს არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამომრჩეველი, ყველაზე […]

“ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მოვიდა… აქვთ პრეტენზია“ – ეკა ბესელია

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, მეორე ტური იმიტომ იმართება, რომ მათი ამომრჩეველი არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბანზე არ მივიდა, რაც ძალიან სამწუხაროა. “28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ჩვენთვის მთავარი კონსტიტუციური მონაპოვარი ყველაზე ღირებული და გასაფრთხილებელია. ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა დაიცვას მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და არ გააყალბოს არჩევნები. […]

კალაძე – “ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა”

„ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია გუშინდელი ღამის შემდეგ შეცვლილია. დღეს პარტიაში უკვე შეცდომებზე საუბრობენ. “გადაჭარბებული თავდაჯერებულობა,” “არაადეკვატური კომუნიკაცია” – ეს არის ტერმინები, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველ გუნდთან მიმართებაში გამოიყენა. კახა კალაძის თქმით, ეს არის გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ.“ თბილისის მერი დღეს შიდა კვლევებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შეცდომაა […]

გრიგოლ ვაშაძე – “არანაირი ეიფორია, არანაირი წინასწარი ზეიმი!”

„ღირსების არჩევნები შედგა,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია,“ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მოუწოდა, მეორე ტურში აქტიურობისკენ. ვაშაძის თქმით, ფინანსური რესურსის მობილიზების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გამარჯვება პირველივე ტურში ვერ მიაღწია. ვაშაძემ ასევე მადლობა გადაუხადა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს მხარდაჭერის გამოცხადებისთვის. „მაქვს თხოვნა, არანაირი […]

სალომე ზურაბიშვილი – 38,66 %, გრიგოლ ვაშაძე – 37,70 – ცესკო ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

საარჩევნო ბიულეტენების 99 %-ზე მეტი უკვე დათვლილია. სხვაობა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის თითქმის ერთი პროცენტია. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: სალომე ზურაბიშვილი – 38,66 %; გრიგოლ ვაშაძე – 37, 70; დავით ბაქრაძე – თითქმის 11 %; შალვა ნათელაშვილი – 3, 76 %; დავით უსუფაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს ორივეს 2, 26 % აქვთ. 50 %-იანი […]

სალომე ზურაბიშვილი 40,05%, გრიგოლ ვაშაძე 37,93% – ცესკომ 512 უბნის შედეგი გამოაცხადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წინასწარი შედეგები გამოაცხადა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია 512 უბანი, რაც მთელი უბნების 13 %-ზე მეტს წარმოადგენს. ამ მონაცემების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 37,93% მიიღო. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 40,05%, ხოლო ევროპული საქართველოს კანდიდატ დავით ბაქრაძეს 10,83%. 4,16% აქვს “ლეიობორისტების” კანდიდატს შალვა […]