კატეგორია: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში მამუკა ბახტაძე მივიდა – ივანიშვილიც და ზურაბიშვილიც როსტომ მეფის სასახლეში არიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. „ოცნების“ ოფისში ამ დროისთვის იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. დღეს აღნიშნულ ოფისში შეხვედრა გაიმართა ბიძინა ივანიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.

სააკაშვილმა ჩუგოშვილზე განცხადების გამო ბოდიში მოიხადა – “ყველას მეტი მოთმინება გვმართებს”

ყველა ადამიანს მინდა მოვუხადო ბოდიში, იმის გამო, რომ ხანდახან არ ვხმარობ ტერმინოლოგიას, რომელსაც უნდა ვიყენებდე – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მისსავე განცხადებას, რომელიც თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა. გადაცემა არჩევანში სააკაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერზე საუბრისას თქვა – “უკაცრავად, გოგო, აბა, ცოტა მოდი ჭკუაზე”. სააკაშვილი აცხადებს, რომ ხანდახან ემოციურად საუბრობს და არასწორ ტერმინოლოგიას იყენებს. „გუშინ, მთელი დღე, ეს ქალბატონი და სხვა ივანიშვილის წარმომადგენლები, […]

ანა დოლიძე – “ვაშაძე თუ პრეზიდენტი გახდა, ლარის კურსი 6.7 იქნება”

ანა დოლიძემ გადაცემა “360 გრადუსში” გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ ისაუბრა. “ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე! ის არის პრობლემების მთელი პაკეტი და ეს პრობლემები არის დათა ახალია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ადამიანები რომლებიც არიან მხილებულნი ფართომასშტაბიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ ანგარიში, მაშინ თავიანთ […]

სალომე ზურაბიშვილი – ”მაცალეთ ახლა, გამიშვით…”

ხელისუფლების მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი უკომენტაროდ დატოვა. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს ისევ არ პასუხობს. „გამარჯვება მეორე ტურში. მაცადე ახლა, გამიშვით. რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ… დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. მეორე ტური წარმატებულია. გავიმარჯვე,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი. მეორე ტურის წინ ხელისუფლება კი წინასაარჩევნოდ მთავარ გზავნილად მოსახლეობისთვის ისევ 9 წელზე ლაპარაკს და […]

სპეცთათბირი „ოცნების“ შტაბში – დახურულ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო. „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ დახურულ შეხვედრას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო, რომელმაც გუშინ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

გია ვოლსკი – წინასაარჩევნო ბატალიები გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსა

წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სიტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა ერთ საკითხზე შევაჩერო განსაკუთრებული ყურადღება – ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ არის ლანძღვა, გინება, წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სისტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ. […]

სერგო რატიანი – გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები გაიზარდა, რაც მას მხარდაჭერა „ევროპულმა საქართველომ“ გამოუცხადა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მხარდაჭერა გამოუცხადა ერთიან ოპოზიციას, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები გაიზარდა. „გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ფონზე, როდესაც დავით ბაქრაძემ და შესაბამისად “ევროპულმა საქართველომ” გამოუცხადა მას მხარდაჭერა. ეს არის მინიმუმ 10%–იანი უპირატესობა. ბუნებრივია, არსებობს იმედი, რომ ამას სხვა ამომრჩეველიც […]

„ოცნების“ ნაწილი გედევან ფოფხაძის ექსტრემალურ განცხადებას ემიჯნება

“ქართული ოცნების” რიგი დეპუტატები აგრესიას ვერ მალავენ და ოპონენტებს “კბილების ჩამოლეწვით” ემუქრებიან. გუშინ კი გედევან ფოფხაძემ სამოქალქო დაპირისპირება დააანონსა. ფაქტს საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები უკვე მოჰყვა. დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ძალადობის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი განცხადებით გედევან ფოფხაძეს ახასიათებს ექსტრემალური შეფასებები. „ცალსახად ჩვენს ინტერესებში არ შედის ძალადობა. მე ჩვენს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ ესეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. მათ […]

სააკაშვილი – “არ ვაპირებ, პრეზიდენტ ვაშაძეს ვთხოვო შეწყალება”

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია და საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავს. ამის შესახებ მან განცხადება არჩევანის პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა. „მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს. ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს. არც მარგველაშვილისთვის […]

სალომე ზურაბიშვილი – ”კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი ბოლომდე წამსვლელი, მეორე ტურისთვის მზად ვარ!”

ორდღიანი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა. საპრეზიდენტო კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. მისი თქმით, ის აგრძელებს ბრძოლას და არ აპირებს მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას. „შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება, ველოდით მეტს. პირველ ტურში პირველი ადგილი ესაა გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის ცილისწამების  ყველა იმ ხერხების და მეთოდების, […]