მარგველაშვილი – „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი”

მარგველაშვილი - „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი"საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ხმა იმ პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება.

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ ასევე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი სურვილით უარი თქვა კენჭს იყაროს მეორე ვადით.