კატეგორია: პოლიტიკა

“ან დამემორჩილეთ ან წადით!” – რას უყვიროდა ღარიბაშვილი ტიკარაძეს მთავრობის სხდომაზე

ტიკარაძე ღარიბაშვილის გადადგომაზე - "მსგავსი საუბრები არ დაწყებულა"

პირველობისათვის ბრძოლა “ქართულ ოცნებაში” გრძელდება. გავლენები ორმა ირაკლიმ ვერ გაიყო. ღარიბაშვილის და კობახიძის უხილავი ბრძოლის ამბავს ნათელი ამის შემდეგ მოეფინა, რაც თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დატოვა. ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია. “შაბათის ეთერმა” კულუარული დეტალები გაარკვია. 7 დეკემბერს დილის 11 საათზე, სხდომაზე შესულ ეკატერინე ტიკარაძეს აგრესიული ღარიბაშვილი დახვდა. ოცამდე მოწმის თვალწინ პრემიერმა ყვირილი დაიწყო. […]

“შეწყალებას არ მოვითხოვ” – სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში დაპატიჟა

"შეწყალებას არ მოვითხოვ" - სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში დაპატიჟა

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა; „პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ; ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა და მინდა საკუთარი პოზიცია გამოვხატო ამ საკითხზე, არა მხოლოდ როგორც მესამე პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა პატრიოტმა. ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების […]

„კოლექტიური სინანული არის აბსურდი, რეალისტურად მიმაჩნია შეთანხმება“ – გიგი უგულავა

გიგი უგულავა - „ჩერგოლეიშვილის პოზიცია ბიძინას ტელევიზიებისას დაემთხვა“

ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, კოლექტიური მონანიება, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, შედეგის მომტანი არ იქნება. უგულავას თქმით, აუცილებელია, საუბარი დაიწყოს შეთანხმებაზე. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა “ტვ პირველის” ეთერში, რუსუდან დუმბაძის  “დღის ამბებში” ისაუბრა. მე სიტყვა შერიგებას, როგორც  პოლიტიკური დისკურსის ნაწილს არ ვცნობ. მე არ მიმაჩნია რეალისტურად არც შერიგება და არც მონანიება. მე მიმაჩნია რეალისტურად შეთანხმება. […]

“ტიკარაძე სუსთან დაპირისპირებული იყო” – ელისო კილაძე

"ტიკარაძე სუსთან დაპირისპირებული იყო" - ელისო კილაძე

ტიკარაძის გადადგომის რეალურ მიზეზად ჟურნალისტი ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ასახელებს. “დღის სტუმრის” ეთერში საუბრისას კილაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის სიძულვილის კამპანიასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ტიკარაძის გადაწყვეტილებები, რომელიც პირადად აკონტროლებდა მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მიმდინარეობას. გარდა ამისა, კილაძე ამბობს, რომ ტიკარაძე სუს-ის უფროსთანაც დაპირისპირებაში იყო: “ტიკარაძე არ იყო ერთი შეხედვით როგორც ჩანდა ისეთი მორჩილი მინისტრი. მას ჰქონდა […]

არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება?

არჩილ თალაკვაძე - „სიცრუეა, არავის გავუძარცვივარ“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე კატეგორიულად არ უარყოფს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. “მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მას, რა თქმა უნდა, ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, რათა იმ ამოცანებს უპასუხოს, რაც არის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში”, – თქვა მან, ჟურნალისტების დამატებით კითხვაზე კი, ინიშნება თუ არა თავად ახალ მინისტრად, […]

ყოფილი ნაციონალი რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

ყოფილი ნაციონალი რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

დმანისის საკრებულოს სხდომაზე კვორუმის შედგენაში ხელშეწყობის შემდეგ თავმჯდომარე აირჩიეს. იგი ქართული ოცნების დეპუტატი პაატა ყულიაშვილია. მას თავმჯდომარეობისთვის 16 ხმა სჭირდებოდა, როცა ჯამში “ოცნებას” 15 დეპუტატი ჰყავს. მე-16 ხმა ენმ-ს უკვე ყოფილი დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის არის, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. გამოჩენის შემდეგ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. იგი დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ […]

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს და სხდომა ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი ის გახდა, რომ სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომა დატოვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, სხდომაზე კი შესაბამისი გადაწყვეტილება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მიიღეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა, მათთვის ბუნდოვანია გარკვეული პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსესუსი. მისივე განმარტებით, კრიზისი, რაც ახლა ხდება, გამოწვეულია მმართველი პარტიის მიერ. […]

სააკაშვილი – “მადლობა ტიკარაძეს ამ რთულ ვითარებაში ადამიანობის შენარჩუნებისთვის”

სააკაშვილი - "მადლობა ტიკარაძეს ამ რთულ ვითარებაში ადამიანობის შენარჩუნებისთვის"

ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. სააკაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის. არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, […]

“ჯანდაცვის ახალ მინისტრად ლევან რატიანი განიხილება” – ელისო კილაძე

მომავალი კვირიდან მაღაზიები და სავარჯიშო დარბაზები იკეტება?

ტვ ფორმულასთან ინტერვიუში ჟურნალისტი ელისო კილაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას შეეხო. – ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება — ის არის ღარიბაშვილის მხრიდან სიმპათიით განწყობილი კანდიდატურა,  _  განაცხადა მან.

ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ  მან “ქართული ოცნების” ოფისში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მისი თქმით, ის საქმიანობას “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს და პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.