არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება?

არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება?პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე კატეგორიულად არ უარყოფს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

“მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მას, რა თქმა უნდა, ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, რათა იმ ამოცანებს უპასუხოს, რაც არის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში”, – თქვა მან, ჟურნალისტების დამატებით კითხვაზე კი, ინიშნება თუ არა თავად ახალ მინისტრად, თალაკვაძემ უპასუხა: “სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით”.

ფორმულამ, ასევე პარლამენტში დააფიქსირა, რომ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც პროფესიით ექიმია და ერკვევა სამედიცინო მენეჯმენტში, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით.

ფორმულა