კატეგორია: პოლიტიკა

„როდესაც 2008 წლის ომი გადავიტანეთ, სააკაშვილი არ იყო ასეთი ნაზი არსება” – სოზარ სუბარი

სუბარი - "გიგა ჩრდილელი ივანიშვილთან ნაციონალებმა აგენტად შეაგზავნეს"

„წამოვიდა ახალი თემა, რომ სააკაშვილს პოსტტრავმული სინდრომი და დეპრესია აქვს – როდესაც 2008 წლის ომი გადავიტანეთ, არ იყო ასეთი ნაზი არსება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სუბარის თქმით, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, დრო გამონახა, რომ წასულიყო გერმანიაში. „წამოვიდა ახალი თემა, რომ აქვს პოსტტრავმული სინდრომი და დეპრესია. […]

“ხაზარაძეს დაიჭერენ და მან რეიტინგით ნაციონალებსაც შეიძლება გადაასწროს” – შალვა ხაჭაპურიძე

მამუკა ხაზარაძე - "ჩვენ 2020-ის არჩევნები უნდა მოვიგოთ" - ანაკლიაში მოძრაობა ლელოს პრეზენტაცია გაიმართა

უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის საქმეზე საუბრობს. – როგორც იურისტს, ხაზარაძის საქმეზე რისი თქმა შეგიძლიათ? – ამ საქმის მასალებს ასე თუ ისე ვიცნობ. წაკითხული მაქვს უცხოელი ქალის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მან ხაზარაძის საქმეზე გააკეთა, თუ ამ დასკვნით ვიხელმძღვანელებთ, ხაზარაძის და ამ ორი პირის ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება. რაც შეეხება იმას, დაიჭერენ თუ […]

ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხვდება 

ირაკლი ღარიბაშვილი - "ივანიშვილის მსგავსი დემოკრატი მმართველი საქართველოს არ ჰყოლია"

„მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხვდება. ცნობილია, რომ ხვალ დილით საქართველოს პრემიერი მთავრობას და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ანგარიშს უკავშირდება ღარიბაშვილ-ივანიშვილის დღევანდელი შეხვედრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სალომე ზურაბიშვილი: „3 წელი დამრჩა და ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო“

სალომე ზურაბიშვილი - „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან... დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თავს ვალდებულად თვლის შერიგების პროცესი დაიწყოს: „ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს [შერიგების] პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან […]

„ველოდებოდი, როდის გაბრაზდებოდა სალომე ზურაბიშვილი“ – ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე - „მელიას მძევლად არ ავაყვანინებთ „ოცნებას“... აბა გამწიოს პოლიციამ“

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს “ტვ პირველთან” და ამბობს: “ჩემი მთავარი ამოცანა არის და იქნება ის, რომ არც ერთმა თემამ არ გადაფაროს ვადამდელი არჩევნები, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის გამოსავალი. მე ვშიშობ, არ მოხდეს, ვიღაცეების მხრიდან და არ ვგულისხმობ ქალბატონ სალომეს, ამ დიალოგის გამოყენება იმისათვის, რომ გადაიფაროს ვადამდელი არჩევნების თემა და ამ […]

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. ქართული ოცნების კანდიდატმა საჭირო 14 ხმის მოპოვება ვერ შეძლო. ახლადარჩეულ საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას 12 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 7, გახარიას პარტია საქართველოსთვის – 7, ლელოს კი – 1. ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას კვორუმის შესაქმნელად დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ქართული ოცნების კანდიდატმა, ჯუმბერ […]

 „არ მომწონს სულელური სიტყვა – შერიგება“ — გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე - ვასაძე პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს

„მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში “ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი პოზიცია საქართველოს მოქალაქეების სულ მცირე 90 პროცენტის მოსაზრებას ემთხვევა. კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა – შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ. […]

„სააკაშვილს თავისი სასჯელის მოხდა მოუწევს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - "ოპოზიცია გაკოტრებულია და შიშველი ხელებით ქუჩაშია დარჩენილი"

„ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან შერიგებაზე საუბარი ფარსია. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას რევოლუციისა და არჩევნებში მოგების შანსი არ აქვს, რადგან მის უკან ხალხი არ დგას: „ნაცმოძრაობას არავითარი შანსი რევოლუციის და არჩევნების მოგების ამ ქვეყანაში არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მის უკან არ დგას ხალხი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შერიგებაზე განცხადება […]

„ზურაბიშვილი შერიგებას თუ მოახერხებს, ტაშს დავუკრავ“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი - "გუშინ მთელი დღე ვსვამდი, სად მეცალა აქციისთვის!"

პოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შერიგება რთული წარმოსადგენია, თუმცა თუ პრეზიდენტი ამას მოახერხებს, ის მიესალმება. “ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში. […]

“ოცნების” 450-კაციანი სუფრა, ერთი ადამიანი 350 ლარი ჯდება

"ოცნების" 450-კაციანი სუფრა, ერთი ადამიანი 350 ლარი ჯდება

,,ქართული ოცნების” ლიდერები წინანდალში იკრიბებიან, ,,მთავარი არხის” ინფორმაციით მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის 450 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი სადაც, ერთი ადამიანის მომსახურება დაახლოებით 350 ლარი ჯდება. გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ერთადერთი ვინც მმართველი პარტიიდან, ღონისძიების რეალურობა დაადასტურა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აღმოჩნდა, რომელიც აცხადებს რომ ღონისძიება სრულად, პარტიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ,,თქვენი ბელადისგან […]