„კოლექტიური სინანული არის აბსურდი, რეალისტურად მიმაჩნია შეთანხმება“ – გიგი უგულავა

„კოლექტიური სინანული არის აბსურდი, რეალისტურად მიმაჩნია შეთანხმება“ - გიგი უგულავაოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, კოლექტიური მონანიება, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, შედეგის მომტანი არ იქნება. უგულავას თქმით, აუცილებელია, საუბარი დაიწყოს შეთანხმებაზე. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა “ტვ პირველის” ეთერში, რუსუდან დუმბაძის  “დღის ამბებში” ისაუბრა.

მე სიტყვა შერიგებას, როგორც  პოლიტიკური დისკურსის ნაწილს არ ვცნობ. მე არ მიმაჩნია რეალისტურად არც შერიგება და არც მონანიება. მე მიმაჩნია რეალისტურად შეთანხმება. შეთანხმებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ, რომ ვიღაცამ კოლექტიურად რაღაცა მოინანიოს. კოლექტიური სინანული არის აბსურდი, შუა საუკუნეების ძალადობა და გამარჯვებულის მხრიდან დამარცხებულის დამცირება. კოლექტიური სინანული არ არსებობს არც რელიგიაში და არსად. ყველანაირი  კოლექტიური სინანული მიგვიყვანს ინკვიზიციამდე”, – თქვა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს.