კატეგორია: პოლიტიკა

პენტაგონი – ”ლუგარის ცენტრი ადამიანებს ბიოლოგიური საფრთხისგან იცავს – ის ამერიკული ობიექტი არ არის”

„ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ აგრძელებს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას. ამჯერად რუსმა გენერლებმა საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთმა „ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გიორგაძის განცხადება გამოიყენა. გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, […]

სალომე ზურაბიშვილს მილიონ ლარზე მეტი შესწირეს – 50.000 კალაძემ, 45.000 – ივანიშვილის ძმამ

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. მონაცემებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს 50.000 ლარი შესწირა და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი 45.000 ლარის ოდენობის შეწირულობით. ფულადი შეწირულობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა, 60-60 ათასი ლარი ზურაბიშვილს შემდეგმა მოქალაქეებმა ჩაურიცხეს: ბონდო ომიანიძე, […]

იაგო კაჭკაჭიშვილი – „ჩანაწერები ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს“

ომეგა ჯგუფის მეპატრონე ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებას ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებს. 1 ოქტომბერს საზოგადოების წინაშე კვლავ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მისი და ზაზა ოქუაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა: _ ზაზა ოქუაშვილმა გვაჩვენოს ის ჩანაწერები, რომლებზედაც წუხანდელ გადაცემაში საუბრობდა. მედია და ბიზნეს ზეწოლაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს […]

დავით ქაცარავა – “მაია ოთინაშვილს მის ბაღში 2 შავფორმიანი ჩაუსაფრდა და იქიდან გაიტაცა”

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა ცხინვალის ხელისუფლების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცების დეტალებზე საუბრობს. დავით ქაცარავა: – ეს იყო ჩასაფრება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შავ ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაია ოთინაშვილის კუთვნილ ბაღში, იქ ფარდული დგას და იქ იყვნენ დამალულები, ჩასაფრებულები, საკმაოდ დიდი ხანი ელოდნენ. – ეს საიდან […]

“კვირიკაშვილი გააგდეს, ივანიშვილი ლოგინად ჩააგდეს – “ოცნებამ” ხალხს ნაციონალების დანაშაულებიც კი დაავიწყა”

რა საიდუმლოს მალავენ ბიზნესმენები, როგორ შოულობს ფულს ივანიშვილი, რატომ ემუქრებიან “ოცნების” ჩინოსნები ერთმანეთს გაუპატიურებით, აქვს თუ არა ადგილი ბიზნესის რეკეტს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. – მონიტორინგის ცენტრ “მედიატორს” კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არაერთი კვლევა გაქვთ გამოქვეყნებული. ყველა ამ კვლევაზე ხელისუფლებას ასეთი პასუხი ჰქონდა, რომ ეს არის გამოგონილი. ბოლო […]

„ომეგა ჯგუფს უნდა ბინძური მეთოდით დაავიწყოს ვალის თემა ხალხს“ – თეა წულუკიანი

„ომეგა ჯგუფის“ საქმე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ომეგა ჯგუფი“ ბინძური მეთოდებით ცდილობს ხალხს დავალიანების შესახებ დაავიწყოს: „ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს განცხადებები და ჩანაწერები რჩება განცხადებებად და ჩანაწერებად. გამოძიება იტყვის, რომელია ავთენტური, რომელი შეესაბამება სიმართლეს. არ მიმაჩნია ეს ყველაფერი პოლიტიკური კომენტარების თემად. ჩემთვის მთავარი არის, რომ კომპანიას აქვს 51 […]

52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან, 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. ზაურ გურჩიანი 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ, მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს შეატყობინეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ზაურ […]

ზაზა ოქუაშვილი – ”ლევან ყიფიანი სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ახლაც”

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულილ ჩანაწერებზე ლევან ყიფიანის მიერ გაჟღერებულ ვერსიას, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება ლევან ყიფიანის დაშინებას აგრძელებს და ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადებაც მთავრობის მიერ დადგმული სპექტაკლი ნაწილი იყო: „ყველა ელოდა რაღაცას, რაც იქნებოდა დადგმული მთავრობის მიერ და ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვნახეთ, ეს იყო ნამდვილი სპექტაკლი. […]

სალომე ზურაბიშვილის შტაბი ოთარ ფარცხალაძის ოჯახის ბინაში განთავსდა – ”რა პრობლემაა მერე!”

„არ მაქვს ინფორმაცია ასეთი,“- ასეთია სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე; იცოდა თუ არა მან, რომ ფართი, რომელიც საარჩევნო შტაბისთვის იქირავა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შვილს, ანდრია ფარცხალაძეს ეკუთვნის. საპრეზიდენტო კანდიდატი დეტალურ განმარტებებს არც მისი საარჩევნო კამპანიის მთავარ შემომწირველზე, კომპანია „არქი ჯგუფზე“ აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი დამფინანსებლები პოლიტიკური პარტიები არ არიან და ეს არის მთავარი. „რა […]

ნინო ლომჯარია – ”მაია ოთინაშვილი რუსულ სამხედრო ბაზაზე ცემეს”

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოკუპანტების მიერ 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმიანება. სპეციალური განცხადება ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ლომჯარია წერს, მას ცხინვალიდან ახალი ინფორმაცია აქვს. “საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, […]