52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან, 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. ზაურ გურჩიანი 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.

ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ, მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს შეატყობინეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ზაურ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა.

ოჯახების წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

ნიუპოსტი