ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უმრავლესობა ისევ თვის მართლების რეჟიმშია. „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს განსაკუთღებული არაფერი უთქვამს. მეტიც, ისინი ეთანხმებიან ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ თურქეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ანიჭებდა ორმაგ მოქალაქეობას. „ფაქტი ერთი არის მართლა ის, რაც საზოგადოებას ახსოვს, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის, რომ ძალიან ბევრი […]
კატეგორია: პოლიტიკა
“დაეგდე მანდ!.. მკვლელების მფარველი ხარ!.. გაჩუმდი, ოროსანო!” – ჩხუბი ოპოზიციის და “ოცნებას” შორის
შელაპარაკება ნიკა მელიასა და ზვიად ძიძიგურს შორის – ხმაური არჩევანის სტუდიაში ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ. მის განცხადებებს საპასუხო რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ნიკა მელია სკამიდან წამოდგა და ზვიად ძიძიგურის მისამართით გაიწია. „მკვლელების მფარველები ხართ!“ – მიმართა ნიკა მელიამ ძიძიგურს, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერმა მას მოუწოდა, რომ დაბრუნებულიყო ადგილზე. „დაეგდე იქ!“ – მიმართა […]
ირაკლი კობახიძე – “ჩვენს თითოეულ ლიდერს წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს”
პარლამენტის თავმჯდომარე იმ ღირებულებებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, მმართველ გუნდს ნაციონალური მოძრაობისგან განასხვავებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება კონკრეტულ მიზნების მისაღწევად მუშაობს და ეს არის ქვეყნის წინსვლა და განვითარება. „ყველა საქმეში რატომ ვართ, იციი, ჩვენ პირნათელი? იმიტომ, რომ კონკრეტულ ღირებულებებზე ვართ დაფუძნებული. ასე მუშაობას, მაგალითად, პარლამენტის სახელით შემიძლია, ამ შემთხვევაში ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეული ლიდერი. წინ რომ დაუდო ფული, […]
სალომე ზურაბიშვილს კახაბერ კობაივანოვმა და დიმიტრი ადამიამ 60.000-60.000 ლარი შესწირეს – სულ ზურაბიშვილმა სექტემბერში 332.243 ლარის შემოწირულება მიიღო
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შემომწირველების უმეტესობამ 30-30 თეთრი შესწირა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს სექტემბერში 30-30 თეთრი 80-ზე მეტმა კერძო პირმა გადაურიცხა. ერთ მოქალაქეს შეწირული აქვს 10 თეთრიც. რაც შეეხება დანარჩენ შემომწირველებს, სალომე ზურაბიშვილის ყველაზე მსხვილი შემომწირველები კახაბერ კობაივანოვი, დიმიტრი ადამია, ვახტანგ ლაღიძე, დავით თოფურიძე და თემურ […]
ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა
რამდენიმე წუთის წინ „ომეგა ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალი კომპანიების დირექტორები ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციიდან სამინისტროს შენობაში შევიდნენ და უწყების პირველ პირთან შეხვედრა მოითხოვეს. შესაბამისი მოთხოვნით მათ სამინისტროს კანცელარიას მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხუთკაციანი მუშა ჯგუფი, იმ თხოვნით, რომ დაიშვას საშვი და ფინანსთა მინისტრმა მიგვიღოს იმ საკითხებზე სასაუბროდ, რისთვისაც ეს აქცია იყო. უნდა […]
ომეგა ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გამართა
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა „ომეგას“ კომპანიებმა მუშაობა სრულფასოვნად შეძლონ. აქციის მონაწელეთა თქმით, ფინანსური პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი და ამის გამო 1500-მდე დასაქმებული მესამე თვეა მუშაობას ვერ ახერხებს. სამინისტროსთან შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უმოკლეს ვადებში მოგვარდეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით შექმნილი პრობლემები. „ომეგას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ ისინი 52 მილიონზე მეტი საბიუჯეტო დავალიანების გადახდაზე […]
დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა “ევროპული საქართველო” დატოვა – “ახლა დათმობების დროა”
პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა. დეპუტატმა „კურიერთან“ ინტერვიუში იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა ჩიქოვანი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. „ახლა უკვე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში ყოველგვარი პარტიული შიდა წესების, დისციპლინის, დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. […]
“მარგველაშვილმა გადაწყვეტილება თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო” – რატომ არ იყარა პრეზიდენტმა ხელმეორედ კენჭი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას აფასებს. – ბატონო ლევან, პრეზიდენტი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადას ასრულებს. მისი წინამორბედები მეორე ვადაზე არასდროს ამბობდნენ უარს, განსხვავებით მარგველაშვილისგან. რატომ თქვა მან მეორე ვადაზე უარი? – გიორგი მარგველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც თავისუფლებას ძალიან მაღალი ფასი აქვს, მათ შორის პიროვნულ თავისუფლებას. მისთვის ჩარჩო, თუნდაც პოლიტიკური ჩარჩო ძალიან არაკომფორტულია, […]
„ეს ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი“ – შალვა ნათელაშვილი ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებზე
“ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება. „ის, რაც წუხელ საზოგადოებამ მოისმინა “რუსთავი 2”-ით ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი… დღეს უპრეცენდენტო ფაქტი უკვე უშუალოდ ნახა ხალხმა, ქვეყნის დეფაქტო მეთაური, სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი, როგორ სძალავს პირადად მილიონებს კონკრეტულ ბიზნესმენს, მაგრამ რაც არ ნახა და რაც მას ჩადენილი აქვს, […]
„დიახ, ეს შეხვედრა შედგა“ – გახარია ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრას ადასტურებს
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მედიასთან “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა. ოქუაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დავალებით მათ შორის გახარიაც მონაწილეობდა.”შეხვედრაზე მითხრეს, რომ თან გავწითლებულვარ. ახლაც ხომ არ გავწითლდი? თუ სერიოზულად გვინდა საუბარი – ერთი მსახიობის თეატრი უკვე ღიმილის მომგვრელია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თუ გნებავთ […]










