“პატრიოტთა ალიანსის წევრი” და ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე პატრიოტების საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს. როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თქვა, მისთვის გაუგებარია ჩხეიძის პარტიიდან წასვლის მიზეზები.
ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
ირმა ინაშვილის თქმით, ნატო ჩხეიძის ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ჟურნალისტებისგან შეიტყო.
“არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა არის ამისი რეალური მიზეზი. პარტიული ცხოვრების 2 წლის მანძილზე არასდროს გვქონია რაიმე უთანხმოება, დაპირისპირება. ნორმალური, თბილი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. კიდევ ვამბობ: გაუგებარი და მოულოდნელია ჩემთვის ნატოს ეს გადაწყვეტილება.ხვალ შევხვდები ნატოს და ვისაუბრებთ ამ თემაზე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ნატო ჩხეიძე ფრაქციიდან წასვლის შესახებ განცხადებას საპარლამენტო სესიაზე გააკეთბს და მიზეზებსაც მაშინ დაასახელებს.
ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელიც არის, რომელიც ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე დღის წინ “იბერიამ”, რომლის მფლობელიც “ომეგა ჯგუფია”, გამოაქვეყნა ჩანაწერი,
არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად, ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.
“იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.
14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს.
იმედინიუსი

