“ასეთმა ტკივილმა ალბათ ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს”- მარგველაშვილი #51 სკოლაში მივიდა

"ასეთმა ტკივილმა ალბათ ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს"- მარგველაშვილი #51 სკოლაში მივიდაახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი 51-ე სკოლაში იმყოფებოდა. მან სკოლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველ კლასელებს და ასევე მე-12 კლასელებს.

„მინდა პირველ კლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მეთორმეტე კლასელებს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილი გარდაცვალების გამო, თანაგრძნობა გამოუცხადა.

„ისინი ვინც ამთავრებენ წელს სკოლას, თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომელზეც თქვენ განიცადეთ. ასეთმა ტკივილმა ამ ტრაგედიამ ალბათ ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და  გაგვზარდოს იმიტომ, რომ ტკივილი და ტრაგედიაც გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ  ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, გადავიტანოთ უფრო მეტ ერთმანეთის მიმართ თანადგომაში მე ვფიქრობ რომ უკეთესს მივცემთ ჩვენს შვილებს,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი დღესვე მე-200 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები სწავლობენ.

რუსთავი 2