რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში დაპირისპირებაა.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერები აპირებენ, კარავი გაშალონ, რასაც ხელს უშლიან პოლიციელები.
დაძაბულობა ჯერჯერობით არ განმუხტულა.
ესენი არიან მკვლელები! – თქვა ზაზა სარალიძემ პოლიციელებზე.
ხელისუფლება შეტევაზე წამოვიდა – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.