საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე, საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს. ანდრიაძის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე, თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა” – რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო
პოლიტოლოგმა და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი, ალექსეი მალაშენკო საქართველოში კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს ესწრება. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა. „სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება. ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ, რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ […]
საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტი მიიღო – ”ოცნების” დასკვნა ჩავარდა
9 მომხრე, 4 წინააღმდეგი – ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტი მიიღო. დასკვნაში ხელისუფლების უმაღლესი წევრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და მირზა სუბელიანის, მიხეილ კალანდიას და გამომძიებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციაზეა საუბარი. საბოლოო კენჭისყრაზე ორი დოკუმენტი იყო გატანილი, თუმცა „ქართული ოცნების“ დასკვნა ჩავარდა. კომისიის ბოლო სხდომა დღეს განსაკუთრებით ხმაურიანი იყო.
პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება
სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება. ამის შესახებ IPN წერს. უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი […]
„ეს სირცხვილია“ – პუტინისგან დაფინანსებული მედიაფორუმის ქართველ ორგანიზატორი საპროტესტო აქციაზე
პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ქართველი ორგანიზატორი, ეკა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ეს მედიაფორუმი საქართველოში მეოთხე წელია იმართება, მაგრამ ამას პროტესტი არასოდეს მოჰყოლია. „აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია. წელს რა მოხდა და რატომ მოჰყვა ამას. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. დეზინფორმაციაზე არ არის აქ პროფესიონალიზმზეა […]
საქართველოს საზღვარზე რუსი ჟურნალისტები არ შემოუშვეს
საქართველოს საზღვარზე რუსი ჟურნალისტები არ შემოუშვეს. გენადი ბოდრიუგოვს, ალექს ტოკარევსა და ვიქტორ ლიტოვკინს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვევეული. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. ჟურნალისტები თბილისში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებულ ფორუმს უნდა დასწრებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გიორგი მარგველაშვილი 49 წლის გახდა
დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის დაბადების დღეა. გიორგი მარგველაშვილი 49 წლის გახდა. გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. მუშაობდა […]
ნონა მიხელიძე – ჩემს ფეისბუქზე შეტევა იყო – ვინ ემუქრება რომში მცხოვრებ ქართველ ექსპერტს
ევროპარლამენტში მწვავე და კრიტიკული ანგარიშის ავტორი ნონა მიხელიძე, ინტერნეტ თავდასხმის ობიექტი გახდა. სოციალურ ქსელებში მისი ყალბი ანგარიშები და ფოტო კოლაჟები შეიქმნა, სადაც ევროკავშირის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მიხეილ სააკაშვილთან არის გადაღებული. ინტერნეტ ტროლები, არა მხოლოდ ნონა მიხელიძეს, რომელმაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, “ქართული ოცნების” მმართველობის ყველაზე მთავარ პრობლემებზე საკმაოდ ღიად და გაბედულად ისაუბრა, მისი ოჯახის წევრებსაც, ავიწროებენ. […]
“ქართული ოცნების” წევრმა ცირა ჯინჭარაძემ პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა
ოზურგეთში, “ქართული ოცნების” წევრმა პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ცირა ჯინჭარაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. მან პარტიას ოფიციალურად წერილობით უკვე მიმართა, ცირა ჯინჭარაძე 2012 წლიდან “ქართული ოცნების წევრი იყო, 2016 წლიდან კი პარტიის ოზურგეთის ირგანიზაციის ოფისის მენეჯერი. “ეს არ იყო ჩემთვის იოლლი გადაწყვეტილება მაგრამ საქმე მარტო მე, ჩემს ოჯახა და ჩემს […]
სენაკში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2018” დაიწყო
სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობს. სამეთაურო-საშტაბო სწავლების გახსნა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და წვრთნების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სწავლების გახსნის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში და […]










