„ის 50-დღიანი კრიზისი მონაგონი იქნება იმასთან, რაც შეიძლება წინ გველოდებოდეს“ – თინა ხიდაშელი

 „ის 50-დღიანი კრიზისი მონაგონი იქნება იმასთან, რაც შეიძლება წინ გველოდებოდეს“ – თინა ხიდაშელი„უახლოეს პერიოდში ჩვენ მეორე სერია გვექნება. როგორ წაროგიდგენიათ, რომ ბატონი სააკაშვილი კარგად გახდება, ციხეში დაბრუნდება და მორჩა, აღარაფერი იქნება? მე არ მაქვს ამის იმედი“, – ამბობს “ჯი-ეიჩ-ენისთვის” მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

“ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრი სრულად, თავის ოპოზიციან-ხელისუფლებიანად, დღეს სხედან და ფიქრობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს მათი რეაქციები, რა შესაძლო ვერსიები არსებობს, რა შესაძლო სცენარები შეიძლება, იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 50-დღიანი კრიზისი, რასაც ყველამ ერთად ვუყურეთ, მონაგონი იქნება იმასთან, რაც შეიძლება, წინ გველოდებოდეს. ამიტომ თეორიულად მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ თემაზე ფიქრობს, მუშაობს და რამდენიმე ვერსია აქვს გამზადებული, შესაძლო სცენარების განვითარების შემთხვევაში, თუ როგორ მოიქცევიან.

დაუმორჩილებლობის უამრავი ფორმა არსებობს, მათ შორის პოლიტიკური განაცხადის ფორმატით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ მომენტში რა პოზიციას დაიკავებს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი”, – ამბობს ხიდაშელი.