პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც მთავარი პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა, შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
– ვფიცავ მაღალ ღმერთს, რომ ყოფილიყო ჩემი შვილი დამნაშავე რაღაცაში, გინდაც ეჭვმიტანილი, ხალხის წინაშე ვაცხადებ, რომ მე თვითონვე დავახრჩობდი ჩემ შვილს, თუ მას ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიაკშვილი ამბობს, რომ ის დღეს ზაზა სარალიძის გვერდით დგას.
– მერე, მე გამოვიყვან ჩემ ხალხს და დავანახებ, რა შემიძლია და ვინ არიან ჩემ ზურგს უკან და მე მალხაზ მაჩალიკაშვილს ვანახებ მაგათ რა შეუძლია, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
აქვე, ზაზა სარალიძემ თავის მხრივ მხარდაჭერა გამოუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილს.
– ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ახალგაზრდების მკვლელობა, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
რუსთავი 2