კატეგორია: პოლიტიკა

„ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, სადაც „ქართული მარშის“ აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირებაა. მომიტინგეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ გადანაცვლებას ცდილობენ. მათ სურთ „თეთრი ხმაურის“ აქციის მიერ დატოვებული ტერიტორია თავად დაიკავონ, რის საშუალებასაც მას პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. აქციაზე შეხლა-შემოხლის შედეგად სამართალდამცველი დაშავდა. რაც შეეხება თეთრი ხმაურის აქციის […]

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეკრებილებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა. “მე ვიხდი ბოდიშს არ მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს, ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ის რომელიმე წარმომადგენელმა, თუმცა, ასევე მინდა, გითხრათ და გთხოვთ თქვენ მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმაში ადამიანს, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს იცავდა, მათაც ვუთხრათ ბოდიში,“- […]

მიხეილ სააკაშვილი: ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტისაზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. “მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას […]

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს

ამ წუთებში კონტრაქციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლეს. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილი აქვს აქციის მონაწილეებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. ისინი წყლით სავსე ბოთლებს ისვრიან. ნეონაცისტების მიმართულებით წყლის ჭავლის მანქანა დაძრა.

გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობასთან მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობასთან შესახვედრად მივიდა, რომლის ორგანიზებითაც მეორე დღეა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. გიორგი გახარიამ “იმედის კვირასთან” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს მოძრაობას და სპეცოპერაციისა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ შეკითხვებს პასუხების გასცეს. – თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მე პირადად მზად ვარ, ვიყო აქციის […]

რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარია მივა

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მიდის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მტყორცნი მანქანა შეიყვანეს. ადგილზე ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც გამოჩდნენ.  ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ სამართალდამცავები-ეს არის გაფრთხილება აქციის მონაწილეებისთვის თუ აპირებენ აქციის დაშლას. წყლის ჭავლის მანქანა კონტრაქციის აქტივისტების მიმართულებით გადაადგილდება. პარალელურად, რუსთაველის […]

პარლამენტთან წყლის ჭავლის ორი მანქანა მიიყვანეს

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაძაბულია. პერიმეტრზე წყლის ჭავლის ორი მანქანა მიიყვანეს. გაიზარდა სამართალდამცველების რაოდენობაც. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ასევე მივიდა სასწრაფო დახმარების ორი მანქანა.

კონტრაქციამ პოლიციას ბოთლები ესროლა

„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით პლასტმასის ბოთლები ისროლეს. აღნიშნული მაშინ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლა კიდევ ერთხელ სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს ბოთლების სროლის შეწყვეტისკენ თავად ამავე აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს. ინტერპრესნიუსი

კვირიკაშვილი – ”დაუშვებელია დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა”

კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადების გახლეჩის მცდელობა, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოველენთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიცია, სამართალდამცავები უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. „ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების […]

პარლამენტის შენობასთან სასწრაფო დახმარების 2 მანქანა მივიდა

პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში სასწრაფო დახმარების 2 მანქანა მივიდა. ისინი პოლიციის ავტომანქანების გვერდით განლაგდნენ. მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია, ვინაიდან ადგილზე სასწრაფო დახმარების აღმოჩენა არავის დასჭირვებია. რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ე.წ. კონტრაქციის მონაწილეები “თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქციაზე მისვლას გეგმავენ. ინტერპრესნიუსი