კატეგორია: პოლიტიკა

ბექა წიქარიშვილი – ”თუ პოლიცია არ დაგვიცავს, ჩვენს თავს თავად დავიცავთ!”

თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ბექა წიქარიშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. “თუ პოლიცია არ დაგვიცავს, გვაქვს საკმარისი გამოცდილება, რათა ჩვენ თავად დავიცვათ საკუთარი თავი”, – თქვა ბექა წიქარიშვილმა. კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს ტერიტორიის დასატოვებლად 1 საათის ვადა მისცეს. სხვა შემთხვევაში კი ისინი რადიკალურ ზომებს გამოიყენებენ. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეებს შორის პოლიციელთა […]

რუსთაველზე ვითარება ძალიან დაიძაბა – კონტრაქცია პარლამენტის აქციას დარბევით დაემუქრა

კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს ტერიტორიის დასატოვებლად 1 საათის ვადა მისცეს. სხვა შემთხვევაში კი ისინი რადიკალურ ზომებს გამოიყენებენ. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეებს შორის პოლიციელთა კორდონია გაკეთებული. სიტუაცია კი უფრო და უფრო იძაბება. ადგილზე პოლიცია და დამატებითი ძალები არიან მობილიზებულები. ნეონაცისტური მოძრაობის წევრები თეთრი ხმაურის აქციის მონაწილეთა ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა თეთრი […]

კვირიკაშვილი ნახევარ საათში საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრიფინგი 21:00 საათზე დაინიშნა. კვირიკაშვილი განცხადებას სავარაუდოდ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთებს.

პრემიერი კვირიკაშვილი დღეს განცხადების გაკეთებას არ აპირებს

გიორგი კვირიკაშვილი განცხადების გაკეთებას დღეს არ გეგმავს. ამის შესახებ “ნიუპოსტს” პრემიერის პრემსსამსახურში განუცხადეს.რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს. მათი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება საღამოს 10 საათამდე საჯაროდ და თქვას გრძნობს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას.

კახა კალაძე: „მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს… მე გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“

თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას 20 საათიანი დუმილის შემდეგ გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა მედიასთან და ახალგაზრდებს მიმართა, ერთად ებრძოლონ ნარკორეალიზატორებს. „ჩვენ ვისმენთ არაერთგვარობან განცხადებებს, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, კლუბურ მუსიკაზე, მე ვერ დავეთანხმები ადამიანებს ამ მოსაზრებაში. ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი […]

”ქართულ ოცნებაში” ღამის კლუბების დარბევა არ მოეწონათ – აკაკი ზოიძეს შსს-თან კითხვები აქვს

გუშინ ღამით ჩატარებულ სპეცოპრაცაიაზე, რომელიც კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარდა და რომლის დროსაც დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. ზოიძის შეფასებით, მას როგორც დეპუტატს, სურს, ძალოვანი უწყებისგან მოისმინოს მეტი დასაბუთება, რომელიც დაადასტურებს, რომ ნარკორეალიზატორების დასაკავებლად სპეცოპერაცია გამართლებული იყო. „მომხდარმა ნათელი გახადა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ხელშეუხებელი ადგილები და პირები, არ არსებობენ […]

კახა კალაძე 15 წუთში განცხადებას გააკეთებს ღამის კლუბების დარბევის საკითხზე

თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებას გააკეთებს. კახა კალაძის ბრიფინგი პარტიის ოფისში 21.30 დაინიშნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შედეგად თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 […]

ირაკლი საღინაძე – ”პატრონი დაბრუნდა და კალაძეს მისცხეს ტუჩებში”

– ეს არის ჩვეულებრივი ძალის დემონსტრირება, ასე ვთქვათ, პატრონი დაბრუნდა და პატრონმა დააყენა „პალაჟენია,“ – ეს განცხადება პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შეფასებისას გააკეთა. ირაკლი საღინაძის თქმით, ხელისუფლებამ ამ ქმედებით ლიბერალ ადამიანებს მშვიდად ყოფნისკენ მოუწოდა. – აქ რამდენიმე კურდღლის თემაც არის. რა თქმა უნდა, შიდა პარტიული წესრიგიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ცოტა კალაძეს მისცხეს […]

ანა ნაცვლიშვილი: აქციაზე ვართ პრეზიდენტის დავალებით

ყველა ფაქტი და გარემოება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უნდა გახდეს ძალიან სწრაფი, მიკერძოებული და დეტალური შესწავლის საგანი, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. როგორც ანა ნაცვლიშვილმა განმარტა,”თეთრი ხმაურის მოძრაობისა”და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დავალებით იმყოფება, ვინაიდან თვალყური ადევნოს აქციას,სადაც […]

“ეს არის მცოცავი დიქტატურა, როდესაც ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, “კლუბში გასართობად მისულ ახალგაზრდებს სპეცრაზმი სასტიკი ფორმებით გაუსწორდა”. ენმ-ს წარმომადგენელი გუშინ მომხდარ ფაქტზე სრულ პასუხიემგებლობას შინაგან სამეთა სამინისტროს აკისრებს და ამბობს, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები დიქტატორული მეთოდებია. „არსად ცივილიზებულ სამყაროში, დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება ნარკორეალიზატორებთან იმ მეთოდებით ბრძოლა, რა მეთოდებიც გუშინ ვიხილეთ. ეს არის ღამის კლუბების დარბევა, ახალგაზრდების […]