გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობასთან მივიდა

გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობასთან მივიდაშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობასთან შესახვედრად მივიდა, რომლის ორგანიზებითაც მეორე დღეა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება.

გიორგი გახარიამ “იმედის კვირასთან” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს მოძრაობას და სპეცოპერაციისა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ შეკითხვებს პასუხების გასცეს.

– თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მე პირადად მზად ვარ, ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე (შსს-ში), დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწრფლად გავცეთ პასუხი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.