კატეგორია: პოლიტიკა

”ოცნება” სოზარ სუბარს საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავს

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პარტიის ახალ ხელმძღვანელს და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ერთ-ერთ კანდიდატად სოზარ სუბარს განიხილავს. ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ “ქართულ ოცნებაში”. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკრეტული გვარების დასახელება არარელევანტური და ნაადრევია. – […]

ლევან ალაფიშვილი – “ივანიშვილს არც პრეზიდენტობის იურიდიული უფლება აქვს და არც – პრემიერობის”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, ბიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა კონსტიტუციით უფლება, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. – ბატონო ლევან, თქვენ განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია, მოქმედი კონსტიტუციის თანხმად, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს ან პრემიერი გახდეს. რატომ? – დღეს მოქმედ კონსტიტუციაში და იმ კონსტიტუციაშიც, რომელიც შემოდგომით ამოქმედდება, წერია, რომ პრეზიდენტი, პრემიერი და […]

ლევან ხაბეიშვილი – “თბილისის საკრებულო სასაფლაოების დიზაინზე მსჯელობს – ცოცხლებს ხომ მოგვხედეს და ახლა მკვდრებზე გადავიდნენ”

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 3 თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის 2 ხელმძღვანელი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს. ამ საქმეზე ნაციონალებმა ცოტა ხნის წინ ატეხეს ხმაური. ხელისუფლება მაშინ ამტკიცებდა, რომ ისინი რაღაცას იგონებდნენ. ვის უნდა ეგო ამაზე პასუხი, რატომ დაერივნენ წვრილფეხა კორუმპირებულებს, რატომ დაინტერესდა თბილისის […]

ასლან აბაშიძის პირადი ექიმი ილია ნაკაშიძე ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ილია ნაკაშიძე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის წევრია. ასლან აბაშიძის პირადი ექიმი აბაშიძის მმართველობის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. როგორ მოხვდა “ქართულ ოცნებაში” და როგორ აფასებს ასლან აბაშიძის მმართველობას, რომელიც აჭარის ცნობილი მოვლენების დროს ცენტრალურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და რომლის ბრძანებითაც 2004 წლის 2 მაისს ჩოლოქის, ქაქუთისა და ცეცხლაურის ხიდები ააფეთქეს? სწორედ ამ საკითხებზე […]

დმანისის გადარჩენის ფონდი მომსახურების სააგენტოს ოპოზიციის მიერ ნაყიდი ხის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვს

დმანისის გადარჩენის ფონდი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ოპოზიციის მიერ ნაყიდი ხის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ითხოვს. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ხეს სხვა ტერიტორიაზე გადარგავენ. „არაერთგზის მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაეფორმებინა ხესთან დაკავშირებით. მივმართეთ, კონკრეტული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის არაერთი წერილით. ახალი სამოქალაქო კოდექსი უნდათ დაწერონ, რომ […]

მარგველაშვილი – “ქართული ოცნება” ჩემი რეიტინგის აწევაზე მუშაობს”

საქართველოს პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას, მისი თქმით, ქვეყანას მნიშვნელოვანი მოვლენები აქვს გასავლელი, როგორიცაა 26 მაისის ღონისძიება და ნატოს სამიტი და ეს ღონისძიებები კამპანიაში შესული პრეზიდენტის ფონზე არ უნდა ჩატარდეს. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და ეს საქართველოს მხარდაჭერის სერიოზულ მოვლენად უნდა […]

პრეზიდენტის საქმიანობას პროკურატურა სწავლობს? – რას ამბობენ შოთაძის უწყებაში

ხელისუფლების მორიგი შტურმი პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ – „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ მთავარ პროკურატურაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ შეწყალებულთა საქმეებს სწავლობს.„ნიუპოსტი“ მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „ეს არასწორი ინფორმაციაა“. აღსანიშნავია, რომ გუშინ, პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მთავარსარდალი უფლება-მოსილების არასწორ გამოყენებაში დაადანაშაულა. „პირველად, რაც გვახსენდება, ბუნებრივია შეწყალების უფლების […]

მამუკა ბახტაძე – საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქალაქ მანილაში, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. როგორც მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივას 2016 წელს შეუერთდა. „ჩვენ აქტიურად […]

ირმა ინაშვილი – ”პოლიტიკური ლაწირაკები კობახიძე და მდინარაძე პარლამენტს კლავენ”

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მარაზმი უწოდა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე პარლამენტის არსს კლავენ. – დღევანდელი სხდომის მთელი არქიტექტონიკა უკვე დაირღვა. ჯერ ერთი, გაგვექცა მთელი მთავრობა, პრემიერის თამადობით. შემდეგ პრეზიდენტმა მოითხოვა დისკუსიაში ჩართვა და ეს არის ბუნებრივი. დებატი ნიშნავს დისკუსიას, თუ დებატი არ იქნებოდა, მაშინ უნდა გვეთქვა, მონოტორულ რეჟიმში […]

პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზი დატოვა. ეს ირაკლი კობახიძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა რეგლამენტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მარგველაშვილი დებატების საშუალებას ითხოვდა. გარეთ გამოსულმა მარგველაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: – გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ, ბუნებრივია რომ მქონდეს დებატების საშუალება, პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას როცა პარლამენტი მიკრძალავს, შინაარსს ვერ […]